Friday, April 7, 2017

ქება ქართველთა და ქართველთა ენისა

ქება და დიდება ქართულისა ენისაი

მეორედ მოსვლის ჟამს გაბრწყინებაზე ორიენტირებული და ამ თვალსაზრისით მესიანისტური ხასიათის სასულიერო ლექსი, რომლის დედაარსია ქართველი ერის ღვთიური გაბრწყინება, სავარაუდოდ, დაწერილია IX საუკუნეში; შესაბამისად, "ქება" ავტორი არ არის იოვანე-ზოსიმე; ავტორი უცნობია.
უდავოა, რომ "ქება~" ჩვენამდე მოღწევაში დიდია ბერ იოვანე-ზოსიმეს როლი; მისი ამქვეყნიური ცხოვრება იყო განუწყვეტელი ლოცვა ქართველი ერისათვის; ამ თვალსაზრისის დამოწმებელია მისი ერთ-ერთი ანდერძი, რომელიც დართულია 983 წლის ხელნაწერზე:
"ქრისტე, შეიწყალე მიქაელ და მიქაელ, გაბრიელ, ვირიკე, გიორგი, იოვანე-ზოსიმე და ყოველნი ძმანი ქრისტეანენი და უფრო~ ყოველთასა ყოველნი ქართუელნი".

თანამედროვე პუნქტუაციური ნორმების გათვალისწინებით, ვფიქრობ, "ქება"   ტექსტი ასე უნდა წარმოჩინდეს:

დამარხულ არს ენაი ქართული დღემდე მეორედ მოსლვისა მისისა საწამებელად, რათა ყოველსა ენასა ღმერთმან ამხილოს ამით ენითა.

და ესე ენაი მძინარე არს დღესამომდე და სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰრქვიან.

და ახალმან ნინო მოაქცია და ჰელენე დედოფალმან, ესე არიან ორნი დანი ვითარცა მარიამ და მართაი.

და მეგობრობა~ ამისთვი, თქუა რამეთუ ყოველი საიდუმლო~ ამას ენასა შინა დამარხულ არს.

და ოთხისა დღისა მკუდარი ამისთვი, თქუა დავით წინაისწარმეტყუელმან, რამეთუ "წელი ათასი ვითარცა ერთი დღეი".

და სახარებასა შინა ქართულსა, თავსა ხოლო მათYსსა, წერილი ზის, რომელ ასოი არს და იტყA ყოვლად ოთხ ათასსა მარაგსა, და ესე არს ოთხი დღეი;

და ოთხისა დღისა მკუდარი ამისთA, მის თანავე დაფლული სიკუდილითა ნათლისღებისა მისისათა.

და ესე ენაი შემკული და კურთხეული სახელითა უფლისა~თა, მდაბალი და დაწუნებული, მოელის დღესა მას მეორედ მოსლვასა უფლისასა.

და სასწაულად ესე აქუს ოთხმეოც და ათოთხმეტი წელი უმეტეი სხუათა ენათა ქრისტვი მოსლვითგან ვიდრე დღესამომდე.

და ესე ყოველი, რომელი წერილ არს, მოწამედ წარმოგითხარ ესე წილი ანბანისაი.



"ქება" ტექსტის ანალიზი:
პეტერბურგის (რუსეთის) ეროვნული ბიბლიოთეკის ხელნაწერთა ფონდის ბერძნულ კოლექციაში დაცული (შიფრი: G.VII,6) სინური მრავალთავის სარჩევში ბოლო პარაგრაფი ასე იკითხება: "შესხმაი საბასი და საბაწმინდისაი და ქართველთაი და ქართველთა ენისაი". ვფიქრობთ, პარაგრაფის პირველი ნახევარი არის "შესხმა" (ქება, ხოტბა) საბასი და საბაწმინდისა, ხოლო მეორე ნახევარია: "შესხმაი ქართველთაი და ქართველთა ენისა~"; შესაბამისად, ჩვენი აზრით, ტექსტი ასე უნდა გავიაზროთ:

დამარხულ არს ენა~ ქართული დღემდე მეორედ მოსლვისა მისისა საწამებელად, რათა ყოველსა ენასა ღმერთმან ამხილოს ამით ენითა.
მეორედ მოსვლის დღემდე ქართული ენა შენახული იქნება (იარსებებს), ვინაიდან ამ ენით უფალმა სხვა ერებს (ენებს)უნდა ამცნოს ჭეშმარიტება და განაწესოს (ამხილოს) ისინი...

და ესე ენა~ მძინარე არს დღესამომდე და სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰრქვიან.
ეს ენა დღემდე (დიდი ალბათობით: საქართველოში სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობის გამოცხადებამდე) იყო მძინარე და სახარებაში მისი სახე-სიმბოლოა ლაზარე - ქრისტეს მეგობარი

და ახალმან ნინო მოაქცია და ჰელენე დედოფალმან, ესე არიან ორნი დანი ვითარცა მარიამ და მართაი.
ქართველი ერი (ქართული ენა) უფლის სიტყვისკენ მოაქციეს წმინდა ნინომ და ელენე დედოფალმა; ესენი არიან ორნი დანი (შდრ. "მოქცევაი ქართლისაი: თანასწორნი დანი), ვითარცა მარიამ და მართაი .

და მეგობრობაი ამისთვი, თქუა რამეთუ ყოველი საიდუმლოი ამას ენასა შინა დამარხულ არს.
ლაზარესა და ქართველთა (ქართული ენის) სიახლოვე იმიტომ ითქვა, რომ, ლაზარეს მსგავსად, ქართველ ერში (ქართულ ენაში) დავანებულია დაფლვით ნათლისღების, აღდგომისა და განახლების (გაცხადების) საიდუმლო.

და ოთხისა დღისა მკუდარი ამისთA, თქუა დავით წინაისწარმეტყუელმან, რამეთუ "წელი ათასი ვითარცა ერთი დღY".
ლაზარესავით ოთხი დღის მკვდარი იმიტომ, რომ წინასწარმეტყველი ამბობს, "წელი ათასი ვითარცა ერთი დღY", შდრ.: ლაზარე მე-4 დღეს აღსდგა, ხოლო ქართველი ერი ქრისტეს ნათელს ეზიარა მაშინ, როცა ის თავისი არსებობის IV ათასწლეულში იყო: ბაბილონის გოდოლიდან - ერების გაჩენიდან  - საქართველოში ქრისტიანობის დამკვიდრებამდე 4 000 წელია.

და სახარებასა შინა ქართულსა, თავსა ხოლო მათYსსა, წერილი ზის, რომელ ასო~ არს და იტყA ყოვლად ოთხ ათასსა მარაგსა, და ესე არს ოთხი დღეი;
ქართულენოვანი სახარება იწყება "" ასოთი (გრაფემით), რომლის რიცხვითი მნიშვნელობაა 4000. სახარების პირველი ასო სიმბოლურად მიუთითებს ქართველი ერის (ქართული ენის) 4000-წლოვან ქრისტიანობამდელ ისტორიას, როგორც ლაზარეს დაფლულობის 4 დღეს.

და ოთხისა დღისა მკუდარი ამისთA, მის თანავე დაფლული სიკუდილითა ნათლისღებისა მისისა~თა.
ოთხი დღის მკვდარი ანუ 4000-წლიანი ქრისტიანობამდელი დაფლული არსებობა (შენახულობა) ტოლფასია სიკვდილით ნათლისღებისა (შდრ.: "დაფლულობით" ლაზარეს ნათლისღება).

და ესე ენაი შემკული და კურთხეული სახელითა უფლისათა, მდაბალი და დაწუნებული, მოელის დღესა მას მეორედ მოსლვასა უფლისასა.
ქართველი ერი (ქართული ენა) მშვენიერი, უფლისგან დალოცვილი, თავმდაბალი და ღვთისმოყვარე (მარხული - ამქვეყნიური ხორციელი პატივისგან შორს მყოფი) სიხარულით მოელის უფლის მეორედ მოსვლას.

და სასწაულად ესე აქუს ოთხმეოც და ათოთხმეტი წელი უმეტY სხუათა ენათა ქრისტY მოსლვითგან ვიდრე დღესამომდე.
ქრისტეს დაბადებიდან დღემდე (საგალობლის დაწერამდე) ქართველი ერის (ქართული ენის) სხვა ერებთან  (ენებთან) უპირატესობის ნიშანია 94 წელი: ქრისტეს დაბადებიდან 94 წლის შემდეგ დაიწერა იოვანეს გამოცხადება  რომელშიც აღწერილია მეორედ მოსვლა; სხვა ხალხებთან შედარებით ქართველი ერის უპირატესობა გაცხადდება სწორედ მეორედ მოსვლის ჟამს.

და ესე ყოველი, რომელი წერილ არს, მოწამედ წარმოგითხარ ესე წილი ანბანისა~.
ყოველივე ზემოთქმულის ჭეშმარიტებას ამოწმებს (ადასტურებს) ქართული ანბანის ასონიშანი (რომელიც ნიშნავს 4 000 წელს და რომლითაც იწყება მათეს სახარება).

ვრცლად იხ:
. გამსახურდია, ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისა:
http://www.amsi.ge/istoria/zg/qebai_da_didebai.html;

ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი, თბ., 2000 (შემდგენელ-რედაქტორი . ფუტკარაძე):
http://www.scribd.com/doc/69574791/Putkaradze-Kebai-Da-Didebai-Kartulisa-Enisai




0 Comments:

Post a Comment

Subscribe to Post Comments [Atom]

<< Home