რეალობა და გამოსავალი
რეალობა და გამოსავალი
რეჯეფ ტაიფ ერდოგანი ამბობს, რომ დაიცავს ყველა ეთნოსისა თუ რელიგიური ჯგუფის უფლებას; ყველა ეთნოსი თუ რელიგიური ჯგუფი აყვავდება თურქეთში...
ამ დროს ვრცელდება მისი სხვა გამონათვამიც:
Recep
Tayyip Erdogan:
"The mosques are
our barracks, the domes our helmets, the minarets our bayonets and the faithful
our soldiers..."
"მეჩეთები ჩვენი ყაზარმებია, გუმბათები - ჩვენი მუზარადები, მინარეთები - ჩვენი ხიშტები, ხოლო მუსულმანები - ჩვენი ჯარისკაცები".
http://news.bbc.co.uk/2/hi/europe/2270642.stm
თურქეთი მრავალეთნიკური, მრავალკონფესიური და მრავალენოვანი
სამყაროა...
რა გამოდის?
რა გამოდის?
ისევ ორმაგი სტანდარტით მოქმედებასთან გვაქვს საქმე?
საქართველოს მოსახლეობამ (და არა მხოლოდ პოლიტურმა სპექტრმა) ჩვენი ქვეყნის პრობლემები რეალურად უნდა გაიაზროს:
ირან-ოსმალეთის 1555 გარიგების შემდეგ,სამწუხაროდ, 1801-2008 წლებში საქართველოს ერთმორწმუნე რუსეთმა შეძლო, უფრო მეტი ზიანი მოეყენებინა საქართველოსათვის, ვიდრე არაბეთის, მონღოლეთის, ოსმალეთისა თუ ირანის იმპერიებმა...
დღეს:
ამერიკისთვის კავკასია სტრატეგიული ტერიტორია; საქართველოს
ხელს აძლევს პროდასავლური კურსი, მაგრამ ამისათვის რუსეთმა საქართველო დასაჯა 1992
და 2008 წლებში; ამერიკამ ორივეჯერ სარუსეთოდ გაგვწირა... იმედი მაქვს, მომდევნო წელს მაინც აღარ გავიწირებიტ დასავლეთისგან...
არსებულ გეოპოლიტიკურად უმძიმეს სიტუაციაში საქართველოს ერთადერთი არჩევანი აქვს:
უცვლელ ორიენტირად გადმოაცხადოს ევროპული სახელმწიფოებრივი
და დემოკრატიული ღირებულებები, არ გაამწვაოს სიტუაცია მრავალრიცხოვან მეზობლებთან და
დაიცვას თავისი ისტორიული ეროვნული ფასეულობები (ქართული სამწიგნობრო ენა და ქართველური
დიალექტები, ქართული სულიერი და მატერიალური კულტურა, ქართულენოვანი მართლმადიდებლობა...);
პარალელურად:
- დაიცვას საქართველოს სახელმწიფოს დამფუძნებელი ერის
- ქართველობის - ენობრივ-ეთნიკური მთლიანობა,
- განუხრელად იბრძოლოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად
და ნახევარი მილიონი ლტოლვილის დასაბრუნებლად,
- დაიცვას საქართველოს უმცირესობების უფლებები და ასიმილაციისგან
იხსნას მეზობელი თურქეთისა და ირანის ტერიტორიაზე მცხოვრები მილიონობით ავტოქთონი,
დეპორტირებული თუ მუჰაჯირი ქართველი,
- შეეცადოს, ეკონომიკურად მოძლიერდეს, რომ ხელი შეუწყოს
საქართველოს ფარგლებს გარეთ ბოლო პერიოდში გასული ქართველობის დაბრუნებას,
- ჩამოაყალიბოს ჯანსაღი პოლიტიკური სპექტრი.
p.s. მ. სააკაშვილის
გადარჩევა პრეზიდენტობიდან, ბ. ივანიშვილის გააქტიურება სამოქალაქო საზოგადოებაში,
გახმაურებული დანაშაულების დროული გამოძიება (სახელმწიფო გადატრიალებისა და პრეზიდენტის
მკვლელობის სამართლებრივი შეფასება, პრემიერ-მინისტრის გარდაცვალების გარემოებების
გამოძიება...) და, რაც მთავარია, საქართველოს მოქალაქეთა აქტიური (არაერთჯერადი) პატრიოტიზმი და პრაგმატული ანალიზი უნდა გახდეს
საფუძველი, რომ აქტიური პოლიტიკა დატოვონ სახელმწიფო დამნაშავეებმა და უახლოეს პერიოდში ჩამოყალიბდეს საქართველოს სახელმწიფოზე ორიენტირებული /რამდენიმე სერიოზული პარტიით წარმოდგენილი/ ჯანსაღი პოლიტიკური სპექტრი...
მხოლოდ ასეთ შემთხვევაში იქნება საქართველოში სტაბილური პოლიტიკური ცხოვრება.
თურქეთის პრემიერ-მინისტრის კიდევ ერთი გამონათქვამის შესახებ იხ., "კვირის პალიტრის" მასალა, სადაც წარმოდგენილია ერდოღანის ტექსტის ორგვარი ინტერპრეტაცია:
1. რასაც მამუკა არეშიძე ამბობს;
2. ჩემი აზრით, ერდოგანი ევროპული ტაქტიკით ცდილობს, თურქეთის მოქალაქე სხვადასხვა ეთნიკურმა ჯგუფებმა, რომელებიც თავს აღარ თვლიან თურქებად (და უკვე ისტორიული ეთნიკური ენისა და კულტურის შესწავლაზე არიან ორიენტირებულნი), თავი მოიაზრონ ერთიანი თურქეთის მოქალაქეებად - ერთიან თურქეთელ ნაციად...
კარგად უნდა გავიაზროთ, მეზობელს რა უნდა, რომ ჩვენ ჩვენი სტრატეგია სწორად შევიმუშავოთ.
შდრ.:
"კვირის პალიტრაში" გამოქვეყნებული ჩემი ინტერვიუს (http://www.kvirispalitra.ge/politic/19595-ratom-migvakuthvna-erdoghanma-qarthvelebi-thurqul-nacias.htm) კომენტარებიდან ჩანს, რომ ბევრმა სწორად გაიგო არსებული ვითარება, ზოგმა კი, ან ბოლმდე ვერ წაიკითხა, ან ვერ გაიაზრა, ან გააზრებულად ცდილობს პრორუსული პოზიციებიდან დაამახინჯოს ჩემი თვალსაზრისი...
ამიტომ საჭიროდ ჩავთვალე, პრემიერ ერდოგანის ორივე გამონათვამის ჩემეული ანალიზი ერთიან "კონტექსტში" წარმოვადგინო:
17 ნოემბერს ქურთ მოქალაქეებთან შეხვედრის დროს თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯებ ტაიპ ერდოღანის მიერ გაკეთებული განცხადება ალბათ ბევრს ჩააფიქრებს: ერდოღანმა ნაციონალისტური სულისკვეთებით გაჟღენთილ ცეცხლოვან სიტყვაში ერთიან თურქულ ნაციას მიაკუთვნა ქართველები და ლაზებიც. რას უნდა გვიქადდეს ერდოღანის მხრიდან ასეთი "პრივილეგია", ამის შეფასება ჩვენს რესპოდენტებს მივანდეთ.
მამუკა არეშიძე, კონფლიქტოლოგი:
-ეტყობა, ერდოღანმა გადაწყვიტა, გადაფაროს თავისივე ნათქვამი, რომ ქართველია. ალბათ ამ განცხადებით სურს ახსნას, თუ ქართველი ფესვები აქვს, მაშინ თურქი, როგორღაა. არც ის არის გამორიცხული, რომ ერდოღანი თურქულ საზოგადოებას აჩვევეს იმ აზრს, რომ ქართველები თურქები არიან, მაგრამ უბრალოდ ქრისტიანები. დავითოღლუს იდეოლოგიის ნაწილია ის, რომ ოსმალური იმპერიის პოლიტიკური გავლენების აღდგენა უნდა მოხდეს იმ სივრცეზე, სადაც თავის დროზე ეს იმპერია მოიაზრებოდა. რაც შეეხება ლაზების თემას, ეს პროპაგანდის ნაწილია, თუმცა, ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ ბევრი ლაზი ქართველად არ თვლის თავს. ეს არის ოსმალური იმპერიის მრავალწლიანი მუშაობის შედეგი. სამწუხაროა, მაგრამ ამ რეალობას ვერ გავექცევით.
- უნდა მოახდინოს თუ არა სახემწიფომ რეაგირება?
- რასაკვირველია, უნდა მოახდინოს, როგორც თქვა ერდოღანმა, ისე უნდა უპასუხოს საქართველოს ხელმძღვანელობამაც. ხელისუფლებამ უნდა განაცხადოს, რომ ის, რაც ერდოღანმა თქვა, არ არის სიმართლე და ქართულ, ლაზური მეგრული ერთია და თურქული სულ სხვაა.
ნიკა რურუა, ყოფილი კულტურის მინისტრი:
- მე ამ განცხადებას მისი შიდა პოლიტიკის ჩვეულებრივ რიტორიკად მივიჩნევ, რადგან თურქეთში მულტიეთნიკური მოსახლეობაა და მათ შორის ძალიან ბევრი ქართველია. რაც შეეხება ლაზურ ეთნოსს, აქ ზოგი მათგანი ქართველად თვლის თავს, ზოგი ცალკე ეთნოსად. ასე რომ აქაც ახალს და საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ.
- ხომ არ ცდილობს თურკეთი პოლიტიკური გავლენა მოიპოვოს ოსმალური იმპერიის (ძველი იმპერიის) სივრცეზე?
- არანაირად. თურქობა, როგორც ამერიკელობა, არაა ეთნიკური კუთვნილება, არამედ მოქალაქეობრივი კუთვნილება, ერდოღანიც ამას გულისხმობდა, ჩემის აზრით.
- უნდა უპასუხოს თუ არა ერდოღანის განცხადებას საქართველოს ხელისუფლებამ?
- არა მგონია, რადგანაც ამით დავძაბავთ კარგ, სტრაგეგიულ პარტნიორს, შეურაცხყოფას მივაყენებთ მას ამგვარი უნდობლობის გამოვლინებით. თუ ამგვარმა ნიუანსებმა სისტემატური სახე მიიღო, მაშინ სხვა საქმეა. მაგრამ, ვფიქრობ, ასე არ მოხდება.
ტარიელ ფუტკარაძე, ენათმეცნიერების პროფესორი:
- თურქეთის პრემიერ-მინისტრი მოუწოდებს ქურთებს, შეუერთდნენ თურქეთის ხელისუფლების მიერ წამოწყებულ ახალ სამშვიდობო პროცესს; ამ კონტექსტში მან განაცხადა, რომ ახალ თურქეთში ერთიანი ერის შემადგენლობაში უნდა შევიდნენ: თურქები, ქურთები, ლაზები, ქართველები, ბოსნიელები... მანვე დასძინა, რომ ახალ თურქეთში ყველა ეთნოსი აყვავდება და ენის, რწმენისა თუ ეთნიკური კუთვნილობის გამო არავის დისკრიმინაცია აღარ მოხდება... ეს თურქეთის ახალი საშინაო პოლიტიკაა, რომელიც ევროპულ მოდელზეა ორიენტირებული; კერძოდ, ეს პოლიტიკა გულისხმობს სხვადასხვა ეთნიკური, ენობრივი თუ რელიგიური ჯგუფის უფლებების აღიარებას და ამავე დროს თურქეთის 76 მილიონი მოქალაქის გაერთიანებას ერთ, თურქულ ერად. ევროპაში დიდი ხანია ასეა, ეროვნებად ითვლება მოქალაქეთა ერთობა (და არა - კონკრეტული ეთნიკური ერთობა); მაგ., ფრანგი ალენ დელონი, აფრიკელი ტიგანა, სომეხი შარლ აზნაური თუ ქართველი ზურაბიშვილი როცა საფრანგეთის მოქალაქეობას იღებენ, ოფიციალურად ხდებიან ფრანგები.
აქვე აღვნიშნავ, რომ ევროპულის მსგავსად, თურქეთის განათლების სისტემაც ორიენტირებულია ერთიანი თურქეთის პატრიოტ მოქალაქეთა აღზრდაზე და არა - ზოგადად, მოქალაქეთა აღზრდაზე (შეადარეთ.: ბოლო პერიოდის საქართველოს გზააბნეული განათლების სამინისტრო თუ ე.წ. ლიბერალული განწყობის მქონე ჯგუფები "ორიენტირებულნი" არიან, ზოგადად, თავისუფალი მოქალაქის აღზრდაზე - ავტ.).
- პრემიერმა ერდოღანმა თავის განცხადებაში ცალკე ეთნიკურ ჯგუფად მოიხსენია ლაზები; ლაზებისა და სხვა ქართველების განცალკევება ხომ არ არის მიზანმიმართულად ანტიქართული - ქართველთა დამანაწევრებელი - განცხადება? ერდოღანი ხომ არ ცდილობს, რომ ამგვარი განცხადებებით კიდევ უფრო დააშოროს ქართველობას ლაზები?
- ლაზი ბერძნული წარმომავლობის სიტყვა უნდა იყოს; ეს უცხოური სიტყვა აღნიშნავს მეგრელს, როგორც მაგ., გეორგიან აღნიშნავს ქართველს. "გათიშე და იბატონეს" პოლიტიკის შესაბამისად, ქართველთა დანაწევრებას ოსმალოც ცდილობდა, ირანელიც, რუსიც და სხვაც... ამ და სხვა მიზეზთა გამო ოსმალეთის იმპერიაში დარჩენილ მეგრელებს სახელად შერჩათ უცხოური წარმომავლობის "ლაზი", ხოლო - მაჭახლელებს, ლივანელებს თუ ტაოელებს - გურჯი... დღევანდელ კონტექსტში კი აღვნიშნავ: ერდოგანის მიერ ქართველებისა და ლაზების გამიჯვნა ხელს უფრო აძლევს რუსეთის იმპერიულ ძალებს; შემთხვევითი არ არის, რომ თურქულადაც კი ვრცელდება რუკები, სადაც ლაზეთი არც საქართველოს და არც თურქეთის ნაწილად არ არის მიჩნეული:
- ერდოგანის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ სკოლებში ლაზურის სწავლებასაც იწყებს; რომელი ანბანით უნდა ასწავლონ?
- თურქეთმა გამოაცხადა, რომ სკოლებში არჩევით საგნად შეიტანა "ცოცხალი ენების და დიალექტების" კურსი; თუკი ეს განხორციელდა, ლაზური მეტყველების სწავლება უნდა დაიგეგმოს ქართული ანბანით; რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი, თურქეთში აპირებენ ლათინური ანბანით ასწავლონ ლაზური სკოლაში... არადა, ძველი თუ ახალი ლაზებისთვისაც მშობლიური ქართული ანბანი კარგად ასახავს იმ ფონემებს, რომელიც აქვს ლაზურ დიალექტებს, ხოლო ლათინური ანბანი ამ ბგერით სისტემას არ შეესაბამება…
- ერდოგანი ბოსნიელებსაც ახსენებს; მათ შესახებ რას იტყვით?
- ესეც საინტერესო თემაა: ზოგადად, თურქულ სამწიგნობრო ველში ტერმინი "ბოსნიელი" განზოგადებულია ბოსნიელი მუსლიმანის აღმნიშვნელად... ანალოგიურად, ცდილობენ, ქართველთა აღმნიშვნელი ტერმინი "მესხიც" აქციონ ახალციხელი თურქის სინონიმად ("თურქი-მესხი")... ამგვარ ტერმინოლოგიურ დივერსიებს ადეკვატური რეაგირება ესაჭიროება.
- თავად ერდოგანი აცხადებს, რომ წარმომავლობით ქართველია...
- ზოგი ამტკიცებს, რომ რეჯეფ ერდოგანი ლაზია, ზოგი კიდევ გაიძახის, რომ გურჯია... ამგვარად გაორებული ინფორმაციაც ცხადყოფს, რომ "ლაზი" და "გურჯი" ორივე ქართველია... სინამდვილეა ისიც, რომ ოსმალეთის იმპერიის 20-მდე პრემიერ-მინისტრი (დიდი ვეზირი) წარმოშობით ქართველი იყო; ისინი ერთგულად ემსახურებოდნენ ოსმალეთის იმპერიას; გენეტიკური ქართველი იყო პეტრე ბაგრატიონიც, სერგო ორჯონიკიძეც... ისინი არ იყვნენ ცნობიერად ქართველები; ქართველობა საქართველოს მუდმივი და უანგარო სამსახურია...
ინტერვიუები ჩაიწერა უტა ბიწაძემ
მხოლოდ ასეთ შემთხვევაში იქნება საქართველოში სტაბილური პოლიტიკური ცხოვრება.
თურქეთის პრემიერ-მინისტრის კიდევ ერთი გამონათქვამის შესახებ იხ., "კვირის პალიტრის" მასალა, სადაც წარმოდგენილია ერდოღანის ტექსტის ორგვარი ინტერპრეტაცია:
1. რასაც მამუკა არეშიძე ამბობს;
2. ჩემი აზრით, ერდოგანი ევროპული ტაქტიკით ცდილობს, თურქეთის მოქალაქე სხვადასხვა ეთნიკურმა ჯგუფებმა, რომელებიც თავს აღარ თვლიან თურქებად (და უკვე ისტორიული ეთნიკური ენისა და კულტურის შესწავლაზე არიან ორიენტირებულნი), თავი მოიაზრონ ერთიანი თურქეთის მოქალაქეებად - ერთიან თურქეთელ ნაციად...
კარგად უნდა გავიაზროთ, მეზობელს რა უნდა, რომ ჩვენ ჩვენი სტრატეგია სწორად შევიმუშავოთ.
შდრ.:
"კვირის პალიტრაში" გამოქვეყნებული ჩემი ინტერვიუს (http://www.kvirispalitra.ge/politic/19595-ratom-migvakuthvna-erdoghanma-qarthvelebi-thurqul-nacias.htm) კომენტარებიდან ჩანს, რომ ბევრმა სწორად გაიგო არსებული ვითარება, ზოგმა კი, ან ბოლმდე ვერ წაიკითხა, ან ვერ გაიაზრა, ან გააზრებულად ცდილობს პრორუსული პოზიციებიდან დაამახინჯოს ჩემი თვალსაზრისი...
ამიტომ საჭიროდ ჩავთვალე, პრემიერ ერდოგანის ორივე გამონათვამის ჩემეული ანალიზი ერთიან "კონტექსტში" წარმოვადგინო:
რატომ მიგვაკუთვნა ერდოღანმა ქართველები თურქულ ნაციას?
22-11-2013
"თურქულ სკოლებში ლაზურს ქართული ანბანის ნაცვლად, ლათინურით ისწავლიან"17 ნოემბერს ქურთ მოქალაქეებთან შეხვედრის დროს თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯებ ტაიპ ერდოღანის მიერ გაკეთებული განცხადება ალბათ ბევრს ჩააფიქრებს: ერდოღანმა ნაციონალისტური სულისკვეთებით გაჟღენთილ ცეცხლოვან სიტყვაში ერთიან თურქულ ნაციას მიაკუთვნა ქართველები და ლაზებიც. რას უნდა გვიქადდეს ერდოღანის მხრიდან ასეთი "პრივილეგია", ამის შეფასება ჩვენს რესპოდენტებს მივანდეთ.
მამუკა არეშიძე, კონფლიქტოლოგი:
-ეტყობა, ერდოღანმა გადაწყვიტა, გადაფაროს თავისივე ნათქვამი, რომ ქართველია. ალბათ ამ განცხადებით სურს ახსნას, თუ ქართველი ფესვები აქვს, მაშინ თურქი, როგორღაა. არც ის არის გამორიცხული, რომ ერდოღანი თურქულ საზოგადოებას აჩვევეს იმ აზრს, რომ ქართველები თურქები არიან, მაგრამ უბრალოდ ქრისტიანები. დავითოღლუს იდეოლოგიის ნაწილია ის, რომ ოსმალური იმპერიის პოლიტიკური გავლენების აღდგენა უნდა მოხდეს იმ სივრცეზე, სადაც თავის დროზე ეს იმპერია მოიაზრებოდა. რაც შეეხება ლაზების თემას, ეს პროპაგანდის ნაწილია, თუმცა, ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ ბევრი ლაზი ქართველად არ თვლის თავს. ეს არის ოსმალური იმპერიის მრავალწლიანი მუშაობის შედეგი. სამწუხაროა, მაგრამ ამ რეალობას ვერ გავექცევით.
- უნდა მოახდინოს თუ არა სახემწიფომ რეაგირება?
- რასაკვირველია, უნდა მოახდინოს, როგორც თქვა ერდოღანმა, ისე უნდა უპასუხოს საქართველოს ხელმძღვანელობამაც. ხელისუფლებამ უნდა განაცხადოს, რომ ის, რაც ერდოღანმა თქვა, არ არის სიმართლე და ქართულ, ლაზური მეგრული ერთია და თურქული სულ სხვაა.
ნიკა რურუა, ყოფილი კულტურის მინისტრი:
- მე ამ განცხადებას მისი შიდა პოლიტიკის ჩვეულებრივ რიტორიკად მივიჩნევ, რადგან თურქეთში მულტიეთნიკური მოსახლეობაა და მათ შორის ძალიან ბევრი ქართველია. რაც შეეხება ლაზურ ეთნოსს, აქ ზოგი მათგანი ქართველად თვლის თავს, ზოგი ცალკე ეთნოსად. ასე რომ აქაც ახალს და საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ.
- ხომ არ ცდილობს თურკეთი პოლიტიკური გავლენა მოიპოვოს ოსმალური იმპერიის (ძველი იმპერიის) სივრცეზე?
- არანაირად. თურქობა, როგორც ამერიკელობა, არაა ეთნიკური კუთვნილება, არამედ მოქალაქეობრივი კუთვნილება, ერდოღანიც ამას გულისხმობდა, ჩემის აზრით.
- უნდა უპასუხოს თუ არა ერდოღანის განცხადებას საქართველოს ხელისუფლებამ?
- არა მგონია, რადგანაც ამით დავძაბავთ კარგ, სტრაგეგიულ პარტნიორს, შეურაცხყოფას მივაყენებთ მას ამგვარი უნდობლობის გამოვლინებით. თუ ამგვარმა ნიუანსებმა სისტემატური სახე მიიღო, მაშინ სხვა საქმეა. მაგრამ, ვფიქრობ, ასე არ მოხდება.
ტარიელ ფუტკარაძე, ენათმეცნიერების პროფესორი:
- თურქეთის პრემიერ-მინისტრი მოუწოდებს ქურთებს, შეუერთდნენ თურქეთის ხელისუფლების მიერ წამოწყებულ ახალ სამშვიდობო პროცესს; ამ კონტექსტში მან განაცხადა, რომ ახალ თურქეთში ერთიანი ერის შემადგენლობაში უნდა შევიდნენ: თურქები, ქურთები, ლაზები, ქართველები, ბოსნიელები... მანვე დასძინა, რომ ახალ თურქეთში ყველა ეთნოსი აყვავდება და ენის, რწმენისა თუ ეთნიკური კუთვნილობის გამო არავის დისკრიმინაცია აღარ მოხდება... ეს თურქეთის ახალი საშინაო პოლიტიკაა, რომელიც ევროპულ მოდელზეა ორიენტირებული; კერძოდ, ეს პოლიტიკა გულისხმობს სხვადასხვა ეთნიკური, ენობრივი თუ რელიგიური ჯგუფის უფლებების აღიარებას და ამავე დროს თურქეთის 76 მილიონი მოქალაქის გაერთიანებას ერთ, თურქულ ერად. ევროპაში დიდი ხანია ასეა, ეროვნებად ითვლება მოქალაქეთა ერთობა (და არა - კონკრეტული ეთნიკური ერთობა); მაგ., ფრანგი ალენ დელონი, აფრიკელი ტიგანა, სომეხი შარლ აზნაური თუ ქართველი ზურაბიშვილი როცა საფრანგეთის მოქალაქეობას იღებენ, ოფიციალურად ხდებიან ფრანგები.
აქვე აღვნიშნავ, რომ ევროპულის მსგავსად, თურქეთის განათლების სისტემაც ორიენტირებულია ერთიანი თურქეთის პატრიოტ მოქალაქეთა აღზრდაზე და არა - ზოგადად, მოქალაქეთა აღზრდაზე (შეადარეთ.: ბოლო პერიოდის საქართველოს გზააბნეული განათლების სამინისტრო თუ ე.წ. ლიბერალული განწყობის მქონე ჯგუფები "ორიენტირებულნი" არიან, ზოგადად, თავისუფალი მოქალაქის აღზრდაზე - ავტ.).
- პრემიერმა ერდოღანმა თავის განცხადებაში ცალკე ეთნიკურ ჯგუფად მოიხსენია ლაზები; ლაზებისა და სხვა ქართველების განცალკევება ხომ არ არის მიზანმიმართულად ანტიქართული - ქართველთა დამანაწევრებელი - განცხადება? ერდოღანი ხომ არ ცდილობს, რომ ამგვარი განცხადებებით კიდევ უფრო დააშოროს ქართველობას ლაზები?
- ლაზი ბერძნული წარმომავლობის სიტყვა უნდა იყოს; ეს უცხოური სიტყვა აღნიშნავს მეგრელს, როგორც მაგ., გეორგიან აღნიშნავს ქართველს. "გათიშე და იბატონეს" პოლიტიკის შესაბამისად, ქართველთა დანაწევრებას ოსმალოც ცდილობდა, ირანელიც, რუსიც და სხვაც... ამ და სხვა მიზეზთა გამო ოსმალეთის იმპერიაში დარჩენილ მეგრელებს სახელად შერჩათ უცხოური წარმომავლობის "ლაზი", ხოლო - მაჭახლელებს, ლივანელებს თუ ტაოელებს - გურჯი... დღევანდელ კონტექსტში კი აღვნიშნავ: ერდოგანის მიერ ქართველებისა და ლაზების გამიჯვნა ხელს უფრო აძლევს რუსეთის იმპერიულ ძალებს; შემთხვევითი არ არის, რომ თურქულადაც კი ვრცელდება რუკები, სადაც ლაზეთი არც საქართველოს და არც თურქეთის ნაწილად არ არის მიჩნეული:
- ერდოგანის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ სკოლებში ლაზურის სწავლებასაც იწყებს; რომელი ანბანით უნდა ასწავლონ?
- თურქეთმა გამოაცხადა, რომ სკოლებში არჩევით საგნად შეიტანა "ცოცხალი ენების და დიალექტების" კურსი; თუკი ეს განხორციელდა, ლაზური მეტყველების სწავლება უნდა დაიგეგმოს ქართული ანბანით; რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი, თურქეთში აპირებენ ლათინური ანბანით ასწავლონ ლაზური სკოლაში... არადა, ძველი თუ ახალი ლაზებისთვისაც მშობლიური ქართული ანბანი კარგად ასახავს იმ ფონემებს, რომელიც აქვს ლაზურ დიალექტებს, ხოლო ლათინური ანბანი ამ ბგერით სისტემას არ შეესაბამება…
- ერდოგანი ბოსნიელებსაც ახსენებს; მათ შესახებ რას იტყვით?
- ესეც საინტერესო თემაა: ზოგადად, თურქულ სამწიგნობრო ველში ტერმინი "ბოსნიელი" განზოგადებულია ბოსნიელი მუსლიმანის აღმნიშვნელად... ანალოგიურად, ცდილობენ, ქართველთა აღმნიშვნელი ტერმინი "მესხიც" აქციონ ახალციხელი თურქის სინონიმად ("თურქი-მესხი")... ამგვარ ტერმინოლოგიურ დივერსიებს ადეკვატური რეაგირება ესაჭიროება.
- თავად ერდოგანი აცხადებს, რომ წარმომავლობით ქართველია...
- ზოგი ამტკიცებს, რომ რეჯეფ ერდოგანი ლაზია, ზოგი კიდევ გაიძახის, რომ გურჯია... ამგვარად გაორებული ინფორმაციაც ცხადყოფს, რომ "ლაზი" და "გურჯი" ორივე ქართველია... სინამდვილეა ისიც, რომ ოსმალეთის იმპერიის 20-მდე პრემიერ-მინისტრი (დიდი ვეზირი) წარმოშობით ქართველი იყო; ისინი ერთგულად ემსახურებოდნენ ოსმალეთის იმპერიას; გენეტიკური ქართველი იყო პეტრე ბაგრატიონიც, სერგო ორჯონიკიძეც... ისინი არ იყვნენ ცნობიერად ქართველები; ქართველობა საქართველოს მუდმივი და უანგარო სამსახურია...
ინტერვიუები ჩაიწერა უტა ბიწაძემ
1 Comments:
პოლიტიკა არის ქვეყნის, საზოგადოების, ოჯახის... მართვის ცოდნაც და ხელოვნებაც; პოლიტიკა ბინძურ ხალხს რომ დავუტოვოთ, ქვეყანა დაიღუპება.
Post a Comment
Subscribe to Post Comments [Atom]
<< Home