Friday, February 2, 2018

ფეიკი და რეალობა


რამდენიმე წლის წინ ერთმა ავტორიტეტულმა ადამიანმა მითხრა:
- ერთენოვანი ქართველური სამყაროს შესახებ შენი სამეცნიერო თვალსაზრისი სწორია თუ არა, სხვა თემაა, მაგრამ ჩვენს ქვეყანასა და ქართველ ერს ნამდვილად ესაჭიროება.
ვუპასუხე:
- მეცნიერება სხვადასხვა თვალსაზრისის ფაქტობრივი მასალის საფუძველზე შემოწმების გზაა; ვერავინ დაიჩემებს, რომელიმე თვალსაზრისის აკრძალვის აუცილებლობას; ვფიქრობ, რომ საქართველოსა და ქართველი ერისთვის მნიშვნელოვანია ქართველთა ენობრივ-ეროვნული ერთიანობის საკითხი და ამიტომაც მეც ვიკვლევ სათანადო ფაქტებსა და პრობლემებს. განა მედიცინაში კვლევები დაავადების დიაგნოსტირებასა და მკურნალობას არ ეძღვნება, ან ფიზიკაშიტექნიკურ პროგრესს? ანუ კვლევის სტიმულის განმსაზღვრელია მიზანი! ჩემი მიზანია ის, რაც ერთიანობას მოემსახურება; მე არ ვთხზავ ფაქტებს, არსებულ რეალობას ვაანალიზებ და მსჯელობას იმ ორიენტირების მიხედვით ვაგებ, რომლითაც ჩვენს წინაპრებს უხელმძღვანელიათ და, ასევე, ვიყენებ იმ მეთოდოლოგიას, რომელიც აპრობირებულია თანამედროვე საერთაშორისო სივრცეში. საინტერესოა, ჩემს ოპონენტებს რა მიზანი ამოძრავებთ? თუ მიზანი ერთი გვაქვს, სხვადასხვა მიმართულებით კვლევა ასე რატომ აღელვებთ? ჩემთვის მთავარია მეცნიერული სიმართლე და არა - კონიუნქტურა! საეჭვო სამეცნიერო თვალსაზრისი არასოდეს გამოადგება ერსა და ქვეყანას; მთელი ჩემი ცხოვრება ენათმეცნიერებას მივუძღვენი და, ვფიქრობ, მართალი ვარ, როგორც სპციალისტი! აქვე აღვნიშნავ, რომ ქართველთა ენობრივეროვნული ერთიანობის თეზა არაა ჩემი თვალსაზრისი: ესაა ტრადიციული ხედვა, რომელსაც მე, პირადად, ორი მიმართულებით ვაგრძელებ:
) ქართველთა ენობრივი ვარიანტების კლასიფიკაცია წარმოვადგინე ენისა და დიალექტის გამიჯვნის მსოფლიოში არსებული კრიტერიუმების გათვალისწინებით; ) კვლევის საფუძველზე უარვყავი დებულება, რომლის მიხედვითაც ქართული სალიტერატურო ენის საბაზო დიალექტად მიიჩნეოდა ოდენ ქართლ-კახური მეტყველება; ვფიქრობ, გაცილებით ლოგიკურია, ქართველთა სამწიგნობრო ენის სათავედ მივიჩნიოთ ძვ.. II-I ათასწლეულებში არსებული საერთოქართველური ენა და არა - რომელიმე ჩვენთვის ცნობილი დიალექტი.
წყენა რომ შემატყო, ჯიბიდან ოთხად გაკეცილი ფურცელი ამოიღო და გამომიწოდა: - ეს წერილი თქვენი სახელითაა; ეტყობა, ვიღაცაფეიკსავრცელებს...
ჩემი ფეისბუქის გვერდის სურათის ქვეშ მიწერილი იყო პრიმიტიულად შედგენილი ტექსტი.
მას შემდეგ თითქმის ხუთი წელი გავიდა, მაგრამ "რატომღაც" იმ "ფეიკსდღემდე დაუღალავად ავრცელებენ სოციალურ ქსელში; გასულ წელს, ერთმა ძველმა დამსმენმა ქუთაისში ჩატარებულ დიალექტოლოგიურ სამეცნიერო კონფერენციაზეც კი "განიხილა" (მაგრამ თავი სასაცილოდ გაიხადა!); ახლახან კი რუსებისაგან დაფინანსებული გაზეთ "გალის" რედაქტორმა ნუგზარ სალაყაიამ რუსულადაც გამოაქვეყნა.
ბუნებრივია, ჩნდება კითხვა:
რატომაა ასე აქტუალური უნიჭოდ ნაყალბევი ეს ტექსტი?

შდრ., ნუგზარ სალაყაიას კომენტარებითურთ (გამოქვეყნებულია მის მიერვე შექმნილიმეგრელი ნაციისგვერდზე): https://www.facebook.com/photo.php?...



ჩვეულებრივი ფეისბუქმომხმარებელიც კი იოლად მიხვდება, რომ ორი ფონის გამო ეს ტექსტი ფოტომონტაჟია. ფალსიფიცირებული მასალა ვითომ ჩემი პირადი მიწერ-მოწერიდანაა "დასქრინული", მაგრამ საბრალო ფალსიფიკატორმა ვერ გაითვალისწინა, რომ "ჩათში" სახელი და გვარი სურათს ზემოთაა; სახელი და გვარი სურათის გვერდითაა მაშინ, როცაპოსტისაჯაროდაა გამოქვეყნებული. ამ ნაყალბევ ტექსტს ვერც ჩემი კედლიდან დაკოპირებულად ჩათვლის ვინმე, რამდენადაც, თუ საჯაროდაა გამოქვეყნებული, რაღა საჭირო იყო "ადრესატის" სახელის დაფარვა წითელი ფონით?!
ამ მცირე ტექსტში ბევრი სხვა ულოგიკობაცაა; მაგ.:
ნაყალბევ ტექსტს თავზე ადევს ინგლისური ასოებით დაწერილი ჩემი სახელი და გვარი, თუმცა, ყალბისმქმნელს რატომღაც ბოლოშიც მიუწერია ჩემი სახელი ქართული ასოებით. "ადრესატის" დამალვითა და ჩემი სახელის ტექსტის თავსა და ბოლოში მიწერით ყალბისქმნელი ცდილობს, მეტი დამაჯერებლობა შესძინოს თავის ნაცოდვილარს :).
"ფეიკის" სიყალბეს ცხადყოფს ფრაზაც: "ყველამ მშვენივრად იცის..."
ყველამ კი არა, ბევრმა სპეციალისტმაც არ იცის, თუ რა კრიტერიუმებით იმიჯნება "უმწერლობო ენა" და "დიალექტი": მთელ მსოფლიოში პრობლემურია უმწერლობო ენისა და დიალექტის გამიჯვნა.
ფეიკიზერელეა, მაგრამფეიკისდამკვეთიარა:
მავანის მიზანია, შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება და დააჯეროს, რომ მეგრული თუ სვანური დამოუკიდებელი "ტომობრივი ენებია", მაგრამ ქართველი "ნაციონალისტები" პოლიტიკური თუ პატრიოტული მოსაზრებების გამო დიალექტებად აცხადებენ, ცდილობენ რა დამოუკიდებელი ენების დიალექტებად გამოცხადებით გააქართველონ სხვა ქართველური "ტომები"...
ქართველი ერის ენობრივ-ეთნიკური დანაწევრების მიზნით, ეს იდეოლოგემა გასულ საუკუნეში შექმნეს რუსმა თუ საბჭოთა დამპყრობლებმა (იხ. .. "ქართიზაციის" თეორია) და დღესაც მის გამოყენებას აქტიურად ცდილობს პუტინისა თუ დუგინის რუსეთიც.
რუსეთის როლი რომ მიჩქმალონ, "ქართიზაციის" თეორიის ამჟამინდელი აქტივისტები ავრცელებენ მეორე ტყუილსაც: "მეგრული ენის" თემა ბოლო პერიოდში იმიტომ გააქტიურდა, რომ ტარიელ ფუტკარაძე მეგრულს დიალექტად თვლის".
სინამდვილე სხვაგვარია:
ჩემს დაბადებამდე ბევრად ადრე სამეგრელოში აღზრდილი დიდებული ქართველები თავად წერდნენ, რომ მეგრულ დიალექტს დამოუკიდებელ ენად აცხადებენ ისინი, ვისაც სურთ, მეგრელებს წაართვან 20-საუკუნოვანი სამწიგნობრო კულტურა, რომ ეს პროცესი დაიწყო კავკასიაში რუსეთის დამკვიდრების შემდეგ (იხ. მაგ., . სახოკიას შესანიშნავი ანალიზი: http://www.georoyal.ge/?MTID=5&TID=...).
პოსტსაბჭოთა პერიოდში კი ეს თემა გააქტუალურა არა ტარიელ ფუტკარაძემ, არამედ 1999 წელს საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროსაბჭოს წინაშე აღებულმა ვალდებულებამ, რატიფიცირება გაუკეთოს "რეგიონული ან უმცირესობის ენების ევროპულ ქარტიას".
პირადად, მე ამ თემით დავინტერესდი 2000 წლის შემდეგ, როდესაც გავიგე, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებისა (მაგ., იუნესკოს) თუ უცხოელ ავტორთა ერთი ნაწილი მეგრულს, ლაზურსა და სვანურს განიხილავდა საქართველოში არსებულ უმცირესობათა ენებად, უცხოელ თუ ქართველ ავტორთა ნაწილი კი საქართველოს ხელისუფლებას სთავაზობდა, "რეგიონული ან უმცირესობის ენების ევროპული ქარტიის" რატიფიცირების დოკუმენტისათვის დაერთო უმცირესობის ენების შემდეგი ჩამონათვალი: სომხური, აზერბაიჯანული, მეგრული, სვანური, ლაზური, აფხაზური, რუსული, უდიური, ასირიული, ჩეჩნური და სხვ.
ნამდვილად არალოგიკურია, საქართველოს სახელმწიფოს დამფუძნებელი ძირძველი ქართველის (მეგრელის, სვანის) და საქართველოს ტერიტორიაზე გვიან ჩამოსახლებული სომხისა თუ თურქის მეტყველებას ერთი სტატუსი - საქართველოს ეთნიკური უმცირესობის ენა - მივანიჭოთ.
ამგვარი მიდგომის საპასუხოდ, პროფ. რევაზ შეროზიასა და პროფ. ეკა დადიანთან ერთად დავწერეთ წიგნი: "რეგიონული ან უმცირესობის ენების ევროპული ქარტია" და საქართველო (თბ., 2010: http://www.putkaradze.ge/cigni%20dasrulebuli/cigni.htm).
პასუხად მივიღეთ არა არგუმენტირებული მსჯელობა, არამედ რამდენიმე პასკვილი და ზემოთ დამოწმებული "ფეიკი". დაკვირვებული მკითხველი იოლად შეამჩნევს, რომ ჩემს ფოტოს დართული ნაყალბევი ტექსტის სტილი და ტერმინოლოგია მეტად პრიმიტიულია; მაგ., ფალსიფიკატორი იყენებს გულუბრყვილოდ შექმნილ "ტერმინს": "კუთხისტები"; სწორედ ამ ტერმინით "ყიდის" დამკვეთის რეალურ მიზანს; შესაბამისად, მის დამფინანსებელთა გასაგონად ვიტყვი:
"ფეიკის" ავტორი არ არის "კუთხისტი" (ერთჯერადად გამოვიყენებ მისსავე "ტერმინს"); "კუთხისტი" კუთხის პატრიოტ ადამიანად შეიძლება გავიგოთ; ეს ფალსიფიკატორი კი თავისი კუთხის სახელის გამტეხია; მეტიც: კოლაბორაციონისტია, საქართველოს ოკუპანტთან - რუსეთის ამჟამინდელ იმპერიასთან - თანამშრომლობს; ასეთები ინიღბებიან ფსევდონიმებით, მაგრამ ბილწსიტყვობით თავიანთ არსს მაინც წარმოაჩენენ.
დასახელებული "ფეიკითა" თუ პასკვილებით "დაბრკოლებულთათვის" მოკლედ წარმოვადგენ ქართველური ქვესისტემების კვალიფიკაციის შესახებ არსებულ სხვა ძირითად მოსაზრებებსაც და საკუთრივ ჩემეულ თვალსაზრისაც (პრინციპი: ყველას აქვს უფლება, ტაქტის დაცვით გამოთქვას თავისი თვალსაზრისი):
საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციამდე (1921 .) და საბჭოთა იმპერიაში მარქსისტული ენათმეცნიერების გაბატონებამდე, ბევრი ქართველი მეცნიერი თუ მოღვაწე თვლიდა, რომ "ყოველთა ქართველთა" დედაენა არის სამწიგნობრო ქართული ენა, ხოლო მეგრული არის ქართველთა ერთი ჯგუფის კუთხური დიალექტური (ზეპირი) მეტყველება; არაერთხელ დამიმოწმებია ამ მიმართულებით ნიკო დადიანის, ამბროსი ხელაიას, პეტრე ჭარაიას, კონსტანტინე გამსახურდიას, თედო სახოკიას და სხვათა გამონათქვამები.
გასულ საუკუნეში მოღვაწე აკად. არნოლდ ჩიქობავა და მისი სამეცნიერო სკოლის ზოგი წარმომადგენელი მეგრულს თვლის დიალექტად - უმწერლობო ზანური ენის დიალექტად.
ნიკო მარი და მეცნიერთა ნაწილი მეგრულს უმწერლობო ტომობრივ ენად მიიჩნევს. ეს უკანასკნელი თვალსაზრისი ფაქტობრივ იდეოლოგემად დაამკვიდრა იოსებ სტალინმა; აი, რას წერს . სტალინი ჯერ კიდევ 1913 წელს (წიგნი:"მარქსიზმი და ნაციონალური საკითხი"):
"კავკასიაში არიან მთელი რიგი ხალხები, რომელთაც პრიმიტიული კულტურა, განსაკუთრებული ენა აქვთ, მაგრამ მშობლიურ ლიტერატურას მოკლებულნი არიან... რა ვუყოთ ასეთ ხალხებს: მეგრელებს, აფხაზებს, აჭარლებს, სვანებს, ლეკებს და სხვ., რომლებიც სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობენ, მაგრამ თავიანთი ლიტერატურა კი არა აქვთ?” (. სტალინი, 1951, გვ. 138-139)... “ნაციონალური საკითხი კავკასიაში შეიძლება გადაიჭრას მხოლოდ იმ მიმართულებით, რომ დაგვიანებული ერები და ხალხები (მეგრელები, სვანები, აჭარლები...ავტ.) უმაღლესი კულტურის საერთო კალაპოტში მოვაქციოთ” (გვ. 142).
მოგვიანებით საპირისპიროს წერდა კონსტანტინე გამსახურდია:
"...სალიტერატურო ქართულის ზრდა არ შეიძლება მარტოოდენ გარეგან სესხს - ბარბარიზმებს - დაეყრდნოს. აქ უმთავრესია "შინაგანი სესხი", ქართული ენაკავებიდან, სვანურ-ჭანურ და ოდიშურ დიალექტებიდან ახალი და უხმარი ლექსიკური მასალის მოხვეჭა..." (. გამსახურდია, რვატომეული, 1980, .V, გვ. 995-956). "XX საუკუნის მწერლობამ უნდა მოგვცეს ილიას ქართლურის, აკაკის იმერულის, ვაჟას ფშაურის, მეგრულისა და გურული ენობრივი ელემენტების სრული სინთეზი. აი, ეს იქნება იდეალური ლიტერატურული ქართული" (. გამსახურდია, 1929; ათტომეული, 1983, .VII, გვ. 499).
ტრადიციული თვალსაზრისის კვალად, პირადად, მე, და ჩემი ბევრი კოლეგა, მივიჩნევთ, რომ მეგრელები, სვანები, ლაზები სხვა ქართველებთან ერთად მრავალსაუკუნოვანი სამწიგნობრო ენის - საერთოქართველურ ენაზე დაფუძნებული ზოგადქართული ენის - შემქმნელები არიან და დიდი შეცდომაა, მეგრელების, სვანების, ლაზების, აჭარლებისა თუ სხვა ქართველების გამოცხადება "უმწიგნობრო ხალხებად", "დაგვიანებულ ერებად" თუ უმწიგნობრო ტომებად.
მეგრელს/სვანს აქვს დიდი კულტურული ისტორიის მქონე დედაენა - ზოგადქართული (ქართველური) სამწიგნობრო ენა და ამ ზოგადქართული დედაენის კუთხური სახესხვაობა (/დიალექტი). ეს ზოგადართული ენა სხვა ქართველებთან ერთად ჩამოძერწეს ისტორიული ეგრისის მკვიდრებმა: იოანე ლაზმა, იოვანე მინჩხმა, იოვანე პეტრიწმა, ჭყონდიდლებმა...
ასეთ ისტორიულ ფონზე გაუგებარია, ნორმალური კაცი რატომ უნდა გაემიჯნოს საერთოქართველური ენისაგან მომდინარე დედაქართულს, თავის დედაენად კუთხური მეტყველება გამოაცხადოს და დღეს დაიწყოსმეგრულენოვანი ვიკიპედიისათუმწერლობისშექმნა?!
ფაქტია:
ნორმალურ ვითარებაში მეგრელი, სვანი, საქართველოს მოქალაქე თუ ისტორიული რეალობის მცოდნე ლაზი თავს თვლის ძირძველ ქართველად; შესაბამისად, საქართველოში უმცირესობებად მათი მიჩნევა ისტორიის გაყალბებაა და ემსახურება ქართველი ერის ენობრივ-ეთნიკურად დანაწევრების მოსურნე რუსეთის იმპერიის მესვეურთა თუ სხვა არაკეთილმოსურნეთა ინტერესებს.

ზემოთ დამოწმებული "ფეიკის" და სხვა ანალოგიური სიყალბეების მიზანმიმართული გავრცელების პარალელურად, ფალსიფიკატორთა მცირერიცხოვანი ჯგუფი სხვადასხვა ფსევდონიმით ლანძღავს, მეგრელთმოძულეობას აბრალებს ყველას (მათ შორის მეგრელებსაც), ვინც ქართველთა დედაენად ზოგადქართულ ენას თვლის. სინამდვილეში თავად არიან მეგრელთმოძულეები, რამდენადაც სამეგრელოს მკვიდრთ უკარგავენ წინაპართა მიერ შექმნილ უდიდეს სამწიგნობრო კულტურას; მათი გამოყენებით საქართველოს მტრები ჩვენში აღვივებენ შიდადაპირისპირებას, რომ დაანაწევრონ ქართველი ერი (“გათიშე და იბატონე”!)...
ასეთი ინდივიდები ადრეც "გამოჩეკა" რუსეთის იმპერიამ; მათ შესახებ ახლახან საინტერესო წიგნი გამოაქვეყნა მწერალმა ელგუჯა თავბერიძემ ("თოვლი მკათათვეში"). ეს წიგნი აგრძელებს იმ კალაპოტს, რომელიც ჩვენამდე მოიტანეს ზვიად და კონსტანტინე გამსახურდიებმა, თედო სახოკიამ, პეტრე ჭარაიამ, ამბროსი ხელაიამ, ნიკო დადიანმა, მრავალი თაობის ჭყონდიდლებმა, იოვანე პეტრიწმა, იოვანე მინჩხმა, იოვანე ლაზმა და მრავალმა სხვამ.
კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ მე და ჩემი კოლეგები 2000 წლიდან ვცდილობთ, საქართველოს ენობრივი პოლიტიკით დაინტერესებულ საერთაშორისო ორგანიზციებს, უცხოელ სპეციალისტებს, ასევე, საკითხის ისტორიის ნაკლებადმცოდნე პირებს გავაცნოთ რეალური ისტორია; გავაგებინოთ, რომ მეგრელსა თუ სვანს დედაენად აქვს მრავალსაუკუნოვანი ზოგადქართული ენა და საქართველოში არ წარმოადგენს ეთნიკურ თუ ენობრივ უმცირესობას; შესაბამისად, "რეგიონული ან უმცირესობის ენების შესახებ ევროპული ქარტიით" დასაცავი ენების სიაში არ უნდა შევიდეს ქართველთა კუთხური მეტყველებები, რამდენადაც "ევროპული ქარტია" არ მოიცავს სახელმწიფო ენასა და სახელმწიფო ენის კუთხურ სახესხვაობებს (იხ., ქარტიის განმარტებითი ნაწილის 32- პუნქტი: These languages must clearly differ from the other language or languages spoken by the remainder of the population of the state. The charter does not concern local variants or different dialects of one and the same language).
კუთხური მეტყველებების (დიალექტების, კილოკავების...) დაცვა მოცემული სახელმწიფოს თავისთავადი ვალდებულებაა, რამდენადაც, დედაენა ერის ერთიანობის ბურჯია, დედაენის კუთხური სახესხვაობები კი ამ ბურჯის სიმყარის გარანტს ქმნიან.
ზემოთ წარმოდგენილიფეიკისკიდევ ერთი პრიმიტიული გათვლაა, ვითომდა ჩემი პატრიოტული რიტორიკის მხარდაჭერა საპატრიარქოს მიერ.
განა საქართველოს ეკლესიისათვის ვინმეს შეიძლებოდა ეკარნახა ქართველთა ენობრივეროვნული მთლიანობის მხარდაჭერის იდეა? განა ოდესმე, რომელიმე საუკუნეში საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ქართული ენის გარდა სხვა ენით უქადაგია ქართველთათვის, კერძოდ, მეგრელისათვის, სვანისათვის? საქართველოს ეკლესიას ბევრი მტერი ჰყავს; ბევრი ცდილობს ეკლესიის ჩართვას პოლიტიკაში, ბევრიც ამახინჯებს ეკლესიის ისტორიას, რომ მოარღვიოს ქართველი ერის ერთიანობის მეორე მყარი ბურჯი (პირველი ბურჯი ქართველთა ერთი დედაენაა!). პირადად, მე ქართველური ქვესისტემების კვალიფიკაციისა და კლასიფიკაციის მიმართულებით მხოლოდ სპციალისტებთან ვსაუბრობ; თუმცა ჩემთვის ლოგიკურია ისიც, რომ ჩვენმა 20-საუკუნოვანმა ეკლესიამ დაიცვას თავისი ღვთისმსახურების ენა: ღვთისმსახურების ენის დაცვით ყველა კონფესია იცავს თავის ერთიანობას.
"ფეიკის" შემკვეთთ გამოკვეთილი მიზანი აქვთ:
ცდილობენ, ქართველთა ენობრივი ერთიანობის ისტორიული ფაქტი შემოფარგლონ რამდენიმე ადამიანის სუბიექტურ აზრად; შემდეგ კი, კგბ- აპრობირებული სტილით, ამ ადამიანთა გალანძღვით დისკრედიტაცია გაუკეთონ ისტორიული ერთიანობის იდეას.
წერილს დავასრულებ ჩემი მეგობრებისა და კოლეგების - პროფესორ რევაზ შეროზიას, მწერალ ზურაბ თორიასა და უზენაესი საბჭოს დეპუტატების: რევაზ კემულარიასა და ვლადიმერ მირცხულავას შესანიშნავი წერილის ერთი ნაწილის ციტირებითა და მასში მცირე ფრაგმენტის ჩართვით:
მრავალი საუკუნეა ქართველი ერის ბირთვს წარმოადგენს სამეგრელოს ქართველობა; შესაბამისად, დღეს ვისაც სურს ქართველი ერისაგან გამოჰყოს "მეგრელი ხალხი" და "ტომად" თუ ცალკე ერად გამოაცხადოს, ანდა, ქართული ენისაგან დამოუკიდებელ ენად წარმოაჩინოს მეგრული მეტყველება და აპირებს XXI საუკუნის დასაწყისში შექმნას საკუთრივმეგრულისამწიგნობრო კულტურა, ნებსით თუ უნებურად, რუსეთის იმპერიის სამსახურში დგას, რამდენადაც სწორედ რუსეთის ინტერესში შედის ქართველთა დაცალკევებით საქართველოს დანაწევრება და სრული კონტროლის დამყარება საქართველოს საზღვრებში არსებულ შავი ზღვის სანაპიროზე...
სამეგრელოს მკვიდრი ყველა ნორმალური პიროვნების (ზოგადად, ყველა ნორმალური ქართველის, საქართველოს ყველა ღირსეული მოქალაქის - ..) მიზანია, შევინარჩუნოთ ქართველი ერის არსებობის აუცილებელი პირობა - ზოგადქართული (ქართველური) სამწიგნობრო ენაც და ყველა ქართველური კუთხური მეტყველება, მათ შორის, საოცრად მრავალფეროვანი მეგრული, რომელიც ოდითგანვე იყო ქართველთა დედაენის მასაზრდოებელი თავანკარა ნაკადული. სწორედ ამ ერთიანობისათვის იღვწოდნენ ჩვენი წინაპრები"...
ასეთია ჩემი პოზიციაც და სიამოვნებითაც ვაწერ ხელს ამ წერილს; მხოლოდ ერთს დავძენ:
მსოფლიოში არ არის ადამიანი თუ ადამიანთა ჯგუფი, ვისაც მეგრულის, სვანურის, ლაზურის, ტაოურის, ფერეიდნულისა და სხვა ქართველური ზეპირი მეტყველებების გადასარჩენად ბოლო 25 წელიწადში უფრო მეტი გაეკეთებინოს, ვიდრე გავაკეთეთ ჩვენ - მე და ჩემმა კოლეგებმა (დაინტერესებულ მკითხველს თავად შეუძლია გადაამოწმოს ეს ფაქტი).

პროფესორი ტარიელ ფუტკარაძე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი

01 თებერვალი, 2018 წელი