სვანები
ერთი ფრაგმენტი ჩემი წიგნიდან ("ქართველები", 2005, გვ. 143-147)
სვანები ქართველთა ერთ-ერთი
უძველესი ეთნოგრაფიული ჯგუფია (თემია), რომელმაც არსებითი როლი შეასრულა
საქართველოს სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში, ქართუელნოვანი კულტურის შექმნასა და საქართველოს
ეკლსიიის ისტორიაში.
სვანები, სულ მცირე, სამი ათასი წელია საქართველოს მეციხოვნენი
არიან: ჩრდილოეთიდან იცავდნენ და იცავენ საქართველოს.
სვანები
პირველად
სტრაბონთან
მოიხსენიებიან
(სოანას/შოანას).
ამიერკავკასიაში სვანები ძირითადად რიონისა და ენგურის
ზემო წელში ცხოვრობდნენ და ცხოვრობენ, ჩრდილოკავკასიაში კი - თერგსა და ყუბანს შორის არსებულ
ტერიტორიაზე; შდრ., მაგ., მემანდრე პროტიქტორი
(VI ს.),
რომელიც,
აღწერს
რა
ბიზანტიისა
და
სპარსეთის
დავას
სვანეთის
გამო,
ვრცლად
იძლევა
სვანთა
დახასიათებას
(გეორგიკა,
1936, გვ.213-233);
მისი
ცნობით,
სვანები
კავკასიის
მთების
გარ-შემო ცხოვრობენ
(გეორგიკა,
1936, გვ.231);
იხ.,
აგრეთვე,
თ.მიბჩუანი,
1993; ზ.რატიანი,
1995, გვ.57-61.
ჩანს, სვანებს ისტორიულადაც კავკასიონის სტრატეგიული
გადასასვლელები
ეჭირათ,
ვინაიდან
ბიზანტიასა
და
სპარსეთს
შორის
დიდხანს
გრძელდებოდა
წინააღმდეგობა
სვანეთის
დანარჩუნების
გამო
(იხ.
გეორგიკა,
1936, გვ.213-233).
პლინიუსის მიხედვით, სვანები დღევანდელი სამეგრელოს ტერიტორიაზეც ცხოვრობდნენ: "მდინარე ხობი კავკასიის
მთებიდან
ჩამომდინარეობს
და
სვანეთის
მიწაზე
დის”;
ამასვე
ამტკიცებს
საგეოგრაფიო
სახელების
დაკვირვებაც,
მაგ.,
ლეჩხუმი,
ლებაჩილე
და
სხვა.
”შემდეგ
სვანების
მიწები
კოლხებს
ანუ
მეგრელებს
დაუპყრიათ..."
(ივ.ჯავახიშვილი,
1908, გვ.46-47).
ჩვენი აზრით, პლინიუსის
ცნობის
სხვაგვარი
განმარტებაც
შეიძლება:
ამ პერიოდის წყაროებში, არაიშვიათად, ერთმანეთს ფარავს ტერმინები: სუანი, სანი, ზანი, სუანოკოლხი,
ეგრსვანი...
ჩანს,
სტრაბონისა
და
პლინიუსის
დროს
ტერმინი
სვანი
იმ
რამდენიმე
ქართველური
ტომის
(ეგრისის
ნაწილის,
დვალეთის,
სკვიმიის,
საკუთრივ
სვანეთის
მოსახლეობის...)
გამაერთიანებელი,
კრებითი
სახელია,
რომელთაც
რომაელები
ვერ
აკონტროლებდნენ
(შდრ.:
ლაზიკა
- რომაელთა
გავლენის
სფერო):
ყურადღების
ცენტრში
სვანების
მოქცევა,
ჩანს,
განაპირობა
კავკასიის
უღელტეხილების
სტრატეგიულობამ.
ჩვენი აზრით, ძვ. წ. I ათასწლეულის
დასასრულს ჯერ კიდევ დაუშლელია ზანურ-სვანური ენობრივი ერთობა; სწორედ ეს ადრეული ზანურ-სვანური (და არა მეგრული ან სვანური) დიალექტური ფენა უნდა ვივარაუდოთ ოსურ-ალანური ენის სუბსტრატად (მასალისათვის იხ. ვ.აბაევი,
1949, 324-329);
შდრ.: გამოთქმულია მოსაზრება, რომ ოსურში ზანური/აფსილური სუბსტრატი გაჩნდა კოდორის ხეობაში ოსების ექსპანსიის დროს (ნ. აფხაზავა, 1998).
ცნობილია, რომ სუბსტრატის არსებობა მიუთითებს დამხვდური და მოსული ეთნოსების ხანგრძლივ ურთიერთობას; ვფიქრობთ, შეუძლებელია,
ოსთა
მეტყველებაში
ზანური
სუბსტრატის
წარმოქმნა
დავუშვათ
კოდორის
ხეობაში
ალანთა
მოკლევადიანი
ექსპანსიის
პერიოდში.
რაც
შეეხება
ოსურში
საკუთრივ
სვანური
ლექსიკის
არსებობას:
ჩრდილოკავკასიაში
მცხოვრები
ოსების
მეტყველებაში
სვანური
და
აფხაზური
ლექსიკა
(როგორც
ადსტრატული
ფენა)
შევიდა
სვანთა,
აფხაზთა
და
ოსთა
მეზობლობის
პირობებში.
აქვე აღვნიშნავთ, რომ, ჩვენი აზრით, ზანურ-სვანური კონტინუუმის ბაზაზე საკუთრივ სვანური დიალექტბის ჩამოყალიბება
სწორედ
წელთაღრიცხვათა
მიჯნიდან
ხდება
ქართველურ
(ზანურ)
მეტყველებაზე
ჩრდილოკავკასიურ
ტომთა
მეტყველების
დაფენებით
(მსჯელობისათვის
იხ.
ტ.
ფუტკარაძე,
1998); აღვნიშნავთ იმასაც, რომ არა მხოლოდ სვანური, არამედ არაიზოლირებული ნებისმიერი მოსახლეობის
მეტყველება (ენა/კილო) წარმოქმნილია დივერგენციული და კონვერ-გენციული
პროცესების
შედეგად.
სტრაბონის მიხედვით, სვანები გამოირჩეოდნენ სიმამაცით და დიდი ფიზიკური ძალით. სტრაბონის ცნობითვე, სვანებს ჰყავთ ბასილევსი და 300 მამაკაცისგან შემდგარი საბჭო; საჭიროების
ჟამს
გამოჰყავთ
200000-კაციანი
ლაშქარი. სტრაბონი სვანების საცხოვრისში არსებულ მდინარეებთან აკავშირებს ოქროს საწმისის
მითს;
სტრაბონთანვეა
ძველი
ცნობა,
რომ
ოქროს
საბადოების
გამო
(რომლისგანაც
წარმოიშვა
მითი
ოქროს
საწმისის
შესახებ),
დასავლეთის
იბერების
ანალოგიით,
სვანებს
ზოგი
აღმოსავლეთის
იბერებსაც
უწოდებს,
რამდენადაც
ოქროს
საბადოები
არის
ორივე
იბერიაში
(რუსული
თარგმანისათვის
იხ.,
სტრაბონი,
1964, გვ.
473, XI, II,14-19);
შდრ., თ.ყაუხჩიშვილის თარგმანი:
სვანების ქვეყანაში "ზამთრის ნიაღვრებს ოქრო ჩამოაქვს, ხოლო ბარბაროსები აგროვებენ ოქროს დახვრეტილი ვარცლებით და ბანჯგვლიანი ტყავებით: აქედან მომდინარეობს მითი ოქროს საწმისიან
ვერძზე...
(დაზიანებული
ტექსტი)...
თუ
არ
დებენ
იბერებს
მსგავს
სახელს
დასავლეთელებისას,
რომელთაც
აქვთ
ოქროს
საბადოები
ორივე
მხარეს:
ეს
ადგილი
შეიძლება
გავიგოთ
ორნაირად:
ა) ესპანეთის
იბერებს
ორივე
მხარეს
აქვთ
ოქროს
საბადური;
ბ)
ოქროს
საბადოები
აქვთ,
როგორც
ესპანეთის
იბერებს,
ისე
საქართველოს
იბერებს"
(თ.ყაუხჩიშვილი,
1957, გვ.
126; თ.ყაუხჩიშვილი,
1976, გვ.139-144).
სვანები სხვა წყაროებშიც ჩანან:
პრისკე პანიონელი (V ს.): "დიდი უთანხმოება ჰქონდათ სვანთა ტომთან რომაელებსა და ლაზებს; სვანებმა სასტიკი ბრძოლა გააჩაღეს სემატის (?ლაზთა სარდლის) წინააღმდეგ" (გეორგიკა, 1961, გვ.261);
პროკოპი
კესარიელი
(VI ს.):
"მარტო
ეს
ლაზიკე
კი
არ
ჩაიგდეს
ხელთ
სპარსელებმა,
არამედ
სვიმნიაცა
და
სვანიაც
და,
ამრიგად,
მოხირისიდან
იბერიამდე
მთელი
მიწა-წყალი გამოეცალათ
ხელიდან
რომაელებსა
და
ლაზთა
მეფეს”
(გეორგიკა,
1965, გვ.202).
აგათია სქოლასტიკოსი (VI ს.) ვრცლად მსჯელობს მისიმიელთა შესახებ; მისი ცნობით, ეს ხალხი კოლხთა მეფის ქვეშევრდომია, მსგავსად აფსილებისა,
ოღონდ
განსხვავებულ
ენაზე
ლაპარაკობს.
ისინი
აფსილთა
ტომზე
უფრო
ჩრდილოეთით
ცხოვრობენ,
ოდნავ
აღმოსავლეთით;
აგათიას
მისიმიელები
მიაჩნია
კოლხთა
და
აფსილთა
ნათესავად.
ს. ყაუხჩიშვილის ლოგიკური ვარაუდით, მისიმიელები/მისიმიანები სვანური ტომია (გეორგიკა, 1936, გვ.86, 161-162, 172,
347-348). მისიმ-
ფუძე
შეიძლება
დავაკავშიროთ
სვანთა
თვითსახელწოდებასთან;
შესაძლოა,
წარმოდგენილი
ბერძნული
ფორმა მუშუან- ფუძის დამახინ-ჯებული ვარიანტი იყოს: მუშუან- > *მუშუნ- > მიშინ-/მისიმ-;
შდრ.:
ქვემოსვანური
- მუშEან, ბალსზემოუ-რი - მუშან, ბალსქვემოური
- მუშნი,
ლატალური
- მუშEან/მHშან; მHშან ფორმისთვის
ამოსავალი
შეიძლება
იყოს მო-შან-: მო-შან/მო-სან; შდრ.: მო-ფრანგ-ე, მო-ხევ-ე.
შდრ., პ. ინგოროყვა, 1954, გვ.144:
"*მ-სიმი-ან-ი თავისი გრამატიკული
გაფორმებით
წმინდა
ქართულ
ტიპს
წარმოადგენს:
მ-
თავკიდური
პრეფიქსია,
რომელიც
ერთვის
ეთნიკურ
სახელებს,
ხოლო
-ან-,
ასევე,
ეთნიკური
სახელების
დეტერმინანტი
სუფიქსია.
აქვე
შევნიშნავთ,
რომ
პ.
ინგოროყვას
საყურადღებო
ვარაუდით,
მისიმიანეთის
ძველი
სახელია
კოლაეთი,
რამდენადაც
ანტიკურ
წყაროებში
კოდორის
ხეობაში
მოსახლე
ტომს
ეწოდება
კოლიკე
(პ.
ინგოროყვა,
1954, გვ.142). კოლა ჰქვია ქართულ პროვინციას მტკვრის
ზემო წელშიც; აშკარაა, რომ კოლ-ხ-ი მომდინარეობს კოლ- ფუძისაგან.
სამეცნიერო ლიტერატურაში ნათლადაა გარკვეული
სვან-
ფუძისგან
წარმოქმნილი
ვარიანტების
ფონეტიკური
საფუძვლები:
საერთოქართვ. სვან- ფუძისგანაა ნაწარმოები
ზანური - შონ- და სვანური შუან (შდრ.: მუშუან).
ვფიქრობთ, თემონიმი "სვანი" მომდინარეობს
*სან-
ფუძისაგან (რომელიც ბერძნულ წყაროებშია შემორჩენილი); კერძოდ,
ვ-ს გაჩენა გამოიწვია ლაბიალიზებული ს-ს ტრანსფორმაციამ (ს > სვ). ამავე
სან- ფუძისგანაა მიღებულ ზან- ფუძეც, რაც იმაზე მიუთიტებს, რომ ლაზ-მეგრელები და
სვანები ძვ.წ. პირველ ათასწლეულში ერთ ქართველურ თემად იყო წარმოდგენილი; ამას ადასტურებს
ბერძნული სიტყვა: სოუანნოკოლხოი (სვანოკოლხები დასტურდება მხოლოდ კლავდიოს პტოლემაიოსთან).
პ. ინგოროყვას აზრით, სვანო-კოლხების ამსგავსი ტერმინი უნდა იყოს ეგერ-სვანიც, რომელიც
გვხვდება სომეხ ისტორიკოს ფავსტოს ბიზანტიელთან (პ.ინგოროყვა, 1954, გვ.145).