Thursday, October 27, 2016

დიალექტოლოგიის ინსტიტუტი

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ქართველური დიალექტოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ისტორიის ქრონიკა (1992-2016):

1992 წლის მარტში (ბრძანება №26, §4, 27.03.1992) აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს მაგალი თოდუას ინიციატივით და სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით უნივერსიტეტში შეიქმნა ქართველური ენების, დიალექტებისა და ფოლკლორის შემსწავლელი ლაბორატორია. პირველ ეტაპზე ლაბორატორიაში შეიქმნა 3 ჯგუფი: 1. ქვემო იმერეთის, 2. სამეგრელოს, 3. მოპოვებული მასალების შემსწავლელი და საპუბლიკაციოდ მისი მომამზადებელი ჯგუფი. ლაბორატორია დაკომპლექტდა შემდეგი თანამშრომლებით: . თოდუა (ლაბორატორიის ხელმძღვანელი), .ლოლაძე (ლაბორატორიის ხელმძღვანელის მოადგილე ადმინისტრაციულ დარგში), მეცნიერ თანამშრომლები: .დეკანოზიშვილი, .კაშია, .წაქაძე, .ქუთელია, .მორგოშია, .კუხალაშვილი, .ქაცარავა, .კუბლაშვილი.ალავიძე, .თედორაძე (უფროსი ლაბორანტი).
1992 წლის აგვისტოში (ბრძანება №93, §1, 18.08.1992) ქართველური ენების, დიალექტებისა და ფოლკლორის შემსწავლელ ლაბორატორიას ეწოდა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული დიალექტოლოგიის ინსტიტუტი. აქვე განისაზღვრა მისი ადგილსამყოფელი: აწსუ- III კორპუსის მე-4 სართული; ინსტიტუტი განთავსდა 4 ოთხაში. 1992 წლის დეკემბერში (ბრძანება №163, §3, 25.12.1992) დიალექტოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორად დაინიშნა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი არიელ ფუტკარაძე. ამავე ბრძანებით დამტკიცდა თანამშრომელთა შემდეგი შემადგენლობა: .ფუტკარაძე (დირექტორი), .თოდუა (მთავარი კონსულტანტი), .დალაქიშვილი (ტექნიკური ლაბორატორიის გამგე), .ალავიძე (კონსულტანტი), .კუბლაშვილი (კონსულტანტი), .ქაცარავა (რედაქტორ-კონსულტანტი), .კაშია (მეცნიერ-თანამშრომელი), .ბენდელიანი (მეცნიერ-თანამშრომელი), .შავიანიძე (მეცნიერ-თანამშრომელი). მაშინდელი კანონმდებლობის მიხედვით, დიალექტოლოგიის ინსტიტუტი დარეგისტრირდა ქ. ქუთაისის მერიაში 1993 წლის 29 აპრილს.
. ფუტკარაძის ინიციატივითა და ხელმძღვანელობით დაიწყო დიალექტოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის რეორგანიზაცია: კონსულტანტების საშტატო ერთეულები გადაკეთდა მეცნიერ-თანამშრომლების შტატებად და კონკურსის წესით დაიწყო ისეთი ახალი თანამშრომლების მიღება, რომლებსაც შეეძლოთ ხანგრძლივ ექსპედიციებში მონაწილეობა. თანამშრომლებად ძირითადად შერჩეულ იქნა უნივერსიტეტის ახალკურსდამთავრებული ნიჭიერი ახალგაზრდები. პირველივე ეტაპზე ჩამოყალიბდა მომძიებელთა ჯგუფები; ქართველური დიალექტოლოგიის ინსტიტუტში 1993-1995 წლებში ფუნქციონირებდა მომძიებელთა შემდეგი  ჯგუფები:
1. სამეგრელოს: ხობი - სოფ. ქვალონი (.დადიანი, .გაბელაია, .ოკუჯავა);
2. სვანეთის: მესტია - სოფ.ლენჯერი (.ნაკანი, .შამფრიანი, .გულედანი);
3. ოკრიბის: ტყიბული - სოფ. ორპირი (.შავიანიძე, .ბაკურაძე, .ხაჭაპურიძე);
4. ხონის: სოფ. მათხოჯი (.კაშია, .ბენდელიანი, .ფეიქრიშვილი).

1996-1998 წლებში მუშაობდნენ:
1. სამეგრელოს: მარტვილი - სოფ. დიდი ჭყონი (.დადიანი, .ოკუჯავა
.კორთხონჯია);
2. სვანეთის: მესტია - სოფ. ლატალი (.ნაკანი, .ფირცხელანი, .ფარჯიანი,
.ფარჯიანი);
3. ოკრიბის: ტყიბული - სოფ. კურსები (.ბაკურაძე, .ხურციძე, .ზარქუა);
4. ხონის: სოფ. კუხი (.კაშია, .ბენდელიანი, .ფეიქრიშვილი);
5. ქუთაისის (.შავიანიძე, .თავხელიძე, .რუსაძე).

2003-2005 წლებში:
1. სამეგრელოს: აბაშა - სოფ. ძველი აბაშა (.დადიანი, .გაბელაია, .ოკუჯავა);
2. სვანეთის: ლენტეხი - სოფ. მელე (.ავალიანი, .ნაკანი, .ფირცხელანი);
3. ქუთაისის (.შავიანიძე, .ხაჭაპურიძე, .ხაჭაპურიძე);
4. რაჭის (.ბაკურაძე, .ბანძელაძე, .ზარქუა).

5. საჩხერის (.მიქაუტაძე, .რუსაძე, .კუბლაშვილი, .კვერნაძე, .ქავთარაძე).

. ფუტკარაძის თხოვნით, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის, ასევე, ენათმეცნიერების ინსტიტუტის, ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ბიბლ-იოთეკებმა, კოლეგებმა (აკად. . ლომთათიძე, პროფ. . თოფჩიშვილი, პროფ. . ასათიანი, პროფ. . ჩანტლაძე, . შენგელია...) დიალექტოლოგიის ინსტიტუტს გადმოსცეს წიგნები სპეციალობის მიხედვით; ამ გზით 1992-2000 წლებში შეიქმნა სამეცნიერო ბიბლიოთეკა, რომელიც ამჟამად მოიცავს 2000-მდე წიგნს (ძირითადად ლექსიკონები, ენათმეცნიერული, ფოკლორული, ეთნოგრაფიული, ისტორიული ხასიათის სპეციალური ლიტერატურა).
1994 წელს დიალექტოლოგიის ინსტიტუტში შეიქმნა მრჩეველთა კოლეგია შემდეგი შემადგენლობით: . ლომთათიძე, . თოდუა, . დანელია, . თოფჩიშვილი, . კიკნაძე, . უთურგაიძე, . ჭუმბურიძე, . ცხადაია, . ასათიანი.
1994 წელს ჩამოყალიბდა ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო, რომელიც კოორდინაციას უწევდა ინსტიტუტის მუშაობას. საბჭოს შემადგენლობა: .თოდუა, .ფუტკარაძე, .ალავიძე, .კუბლაშვილი, .ნიკოლეიშვილი, .ქაცარავა, .ამაღლობელი, .გაბუნია, .შავიანიძე, .კაშია, .ნაკანი, .დადიანი, .ჟორჟოლიანი.
2003 წელს აწსუ დიალექტოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში მომძიებელთა ჯგუფების ბაზაზე შეიქმნა შემდეგი განყოფილებები: მეგრულ-ლაზური დიალექტური ტექსტების განყოფილება (ხელმძღვანელი .დადიანი, წევრები: .გაბელაია, .ოკუჯავა), სვანური დიალექტური ტექსტების განყოფილება  (ხელმძღვანელი .ავალიანი; წევრები: .ნაკანი, .ფირცხელანი), იმერული დიალექტური ტექსტების განყოფილება  (ხელმძღვანელი .მიქაუტაძე; წევრები: .რუსაძე, .ქავთარაძე), რაჭული დიალექტური ტექსტების განყოფილება (ხელმძღვანელი .ბანძელაძე; წევრები: .ბაკურაძე, .ზარქუა), ქალაქური სოციალური დიალექტური ტექსტების განყოფილება  (ხელმძღვანელი .შავიანიძე; წევრები: .ხაჭაპურიძე, .ხაჭაპურიძე), დიალექტური ტექსტების საგამომცემლო-სარედაქციო განყოფილება (ხელმძღვანელი .კაშია; წევრები: .ბენდელიანი, .ლომთაძე, .ხურციძე) და ქართველური დიალექტებისა და კულტურის შესახებ უცხოენოვანი პუბლიკაციების შემსწავლელი განყოფილება  (ხელმძღვანელი .ოდილავაძე; წევრები: .ქამუშაძე, .ტყეშელაშვილი, .დოგრაშვილი, .კუბლაშვილი).
ინსტიტუტში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდნენ: .დოგრაშვილი (დირექტორის მოადგილე), .კირთაძე (დირექტორის მოადგილე საგამომცემლო დარგში), .ბაქრაძე (ოპერატორი), .კვერნაძე (საქმეთა მმართველი), .შენგელია (ტექსტების ელექტრონული ვერსიის რედაქტორი), გიორგი ახალაია (ვებდიზაინერი).
2005 წელს დიალექტოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს ეწოდა ქართველური დიალექტოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი. ამ დროს ინსტიტუტში მოშაობდა 30 მეცნიერ-თანამშრომელი და ტექნიკური მუშაკი.
2005 წლის 7 ოქტომბრის ბრძანებით (№137, §6) ქართველური დიალექტოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტში გაერთიანდა.
2007 წლის 23 ოქტომბერს ქართველური დიალექტოლოგიის ინსტიტუტში გაიხსნა სტამბოლის ქართული სავანის შემსწავლელი ცენტრი - პავლე და სიმონ ზაზაძეების სახელობის კაბინეტი, რომლის მიზანი იყო სტამბოლის ქართული სავანის არქივში დაცული მასალების კვლევა.
2008 წლის 29 მარტს ქართველური დიალექტოლოგიის ინსტიტუტში დაარსდა წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის სამეცნიერო ცენტრი, რომლის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებად განისაზღვრა:
) ქართული სამწიგნობრო ენის სარეკომენდაციო ლექსიკონის შექმნა;
) ქართველური დიალექტების სალექსიკონო მასალის მომზადება;
) ქართული სამწიგნობრო ენის ისტორიის, ზოგადად, ქართველური ენობრივი სამყაროს შესახებ საჯარო-პოპულარული ხასიათის ლექციების ორგანიზება.

2007 წლის 25 აპრილს დიალექტოლოგიის ინსტიტუტის დირექციამ და თანამშრომლებმა თხოვნით მიმართეს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანს, - . ჩიხლაძეს ქართველური დიალექტოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტისთვის ქართველოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დარქმევის შესახებ. განცხადების საფუძველი იყო დიალექტოლოგიის ინსტიტუტში მიმდინარე მრავალდარგოვანი (დიალექტოლოგიური, ეთნოგრაფიული, ფოლკლორული) ექსპედიციები და კვლევები. აღნიშნული განცხადება განხილულ იქნა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოზე 2008 წლის 28 თებერვალს, სადაც ინსტიტუტის სახელწოდების შეცვლის საკითხი დადებითად გადაწყდა. 2008 წლის 18 მარტის ბრძანებით (№51, §17/02) უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით (სხდომის ოქმი, #11, 13.03.08) ქართველური დიალექტოლოგიის ინსტიტუტის სახელწოდების დასადგენად შეიქმნა სპეციალური კომისია (შემადგენლობა: .ნიკოლეიშვილი, .ლანჩავა, .გაბუნია, .ებანოიძე, .გრძელიძე, .შავიანიძე). კომისიის წევრთა ნაწილი (.ნიკოლეიშვილი, .შავიანიძე) მხარს უჭერდა ინსტიტუტის სახელის შეცვლას, რამდენადაც ისინი კარგად იცნობდნენ ქართველური დიალექტოლოგიის ინსტიტუტის საქმიანობის დეტალებსრექტორატის მიერ დანიშნული კომისიის სხვა წევრები ამ ინიციატივის წინააღმდეგ გამოვიდნენ. ფაკულტეტის საბჭოს დადებითი გადაწყვეტილების მიუხედავად, რექტორატმა უარი თქვა ინსტიტუტის სახელწოდების შეცვლაზე.
2007-2011 წლებში დაიწყო ქართველური დიალექტოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომელთა შემცირება; კერძოდ, ამ პერიოდში ინსტიტუტში ხელშეკრულებით მუშაობდა 19 თანამშრომელი.
2011 წლის დეკემბერში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარებული სტრუქტურული რეორგანიზაციის შედეგად ქართველური დიალექტოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სტატუსი შეიცვალა: ქართველური დიალექტოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი მიმართულების სახელწოდებით შევიდა უნივერსიტეტში ახლად ჩამოყალიბებულ სამეცნიერო-კვლევით ცენტრში. შეიცვალა ადგილსამყოფელი: ახალგაზრდობის გამზ., 98, აწსუ- XI კორპუსი, II სართული, ოთახი №201, 202.
რეფორმას მოჰყვა საშტატო ერთეულების კატასტროფული შემცირება:
2012 წლიდან დიალექტოლოგიის ინსტიტუტის 19 თანამშრომლიდან დარჩა 5 თანამშრომელი: .ფუტკარაძე - სამეცნიერო კონსულტანტი; .დადიანი - მიმართულების ხელმძღვანელი და .შავიანიძე - მკვლევარი. ხელშეკრულება გაუფორმდა 2 თანამშრომელს: .კაშიას, და .ლომთაძეს.
2016 წლის სექტემბრიდან ქართველური დიალექტოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი მიმართულება დაბრუნდა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის შემადგენლობაში.


ქართველური დიალექტოლოგიის
ინსტიტუტის საქმიანობის მოკლე  მიმოხილვა


აწსუ ქართველური დიალექტოლოგიის ინსტიტუტის/მიმართულების
მიერ ორგანიზებული სამეცნიერო და სტუდენტური ექსპედიციები (1996-2016)
დიალექტური ტექსტების ჩაწერა-დამუშავება
ქართველური დიალექტოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უპირველესი მიზანი იყო და არის ქართველური დიალექტების, ზეპირსიტყვიერებისა და ეთნოგრაფიის, აგრეთვე საქართველოში მცხოვრები არაქართველური ეთნიკური ჯგუფების მეტყველების, წეს-ჩვეულებებისა თუ ფოლკლორის თავისებურებათა შესწავლა; კომპლექსურ-ინტენსიური მეთოდითა დაშეკრული წრისპრინციპით ეთნოგრაფიული, ფოლკლორული და ენათმეცნიერული თვალსაზრისით დეტალური, მრავალფეროვანი და სანდო მასალის მოპოვება, მათი მეცნიერული კომენტარებით აღჭურვა, ზანურ-სვანური ტექსტებისპწკარედულითარგმანის მომზადება ქართულ სალიტერატურო ენაზე, ქართველური მასალის კომპიუტერული ბანკის შექმნა; დამუშავებული მასალის გამოცემა.
ინსტიტუტის დირექტორის მიერ შემუშავდა სამუშაო პროგრამა-ინსტრუქცია (მასალის ჩაწერის, დამუშავებისა და გამოცემის ძირითადი პრინციპები), დარგობრივი ხასიათის სხვადასხვა კითხვარი და ზანურ-სვანური დიალექტური ტექსტების თარგმანების პრინციპები.
ინსტიტუტში შემუშავებული სპეციალური პროგრამა-ინსტრუქციის მიხედვით, წინასწარ შერჩეულ პუნქტებში სულ მცირე ერთი წლის განმავლობაში, უწყვეტად მუშაობდნენ ენათმეცნიერის, ფოლკლორისტისა და ეთნოგრაფის შემადგენლობით შექმნილი სამკაციანი მომძიებელთა ჯგუფები, ამგვარიშეკრული წრისპრინციპით მუშაობა საშუალებას იძლევა, მაქსიმალურად აღიწეროს ფოლკლორი, წეს-ჩვეულებები, წელიწადის სხვადასხვა დროისათვის დამახასიათებელი ყოფა-ცხოვრებისა და ბუნებრივი მოვლენების ყველა ასპექტი (რა თქმა უნდა, მათი ენობრივი `სამოსელიც”). სპეციალური დარგობრივი კითხვარების საფუძველზე ჩაწერილი მასალა ერთნაირად საინტერესოა ენათმეცნიერისთვისაც, ფოლკლორისტისთვისაც და ეთნოგრაფისთვისაც; მასალა სანდო და საინტერესოა სოციოლოგთათვის და ფსიქოლოგთათვისაც... მომძიებელთა ჯგუფების მიერ აუდიოკასეტებზე ჩაწერილი მასალის გადაწერის სიზუსტეს ამოწმებენ ტექსტის რედაქტორები; ზანურ-სვანურ მასალას უკეთდება პირდაპირიპწკარედულითარგმანება ქართულ სალიტერატურო ენაზეაუდიომასალის მაქსიმალურად ზუსტი ფონეტიკური ჩანაწერი შედის კომპიუტერში. იქმნება ენობრივ მონაცემთა მზარდი კომპიუტერული ბანკი.
ქართველური დიალექტოლოგიის ინსტიტუტის საკვლევ რეგიონს უმთავრესად დასავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს კუთხეები წარმოადგენს.
1993-2005 წლებში მომძიებელთა ჯგუფებმა დიალექტური ტექსტები ჩაიწერეს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში (სამეგრელო, სვანეთი, იმერეთი, რაჭა). მასალა ამჟამად შეადგენს 600 აუდიოკასეტას.
2006-2012 წლებში დიალექტოლოგიური ექსპედიციების პერიოდში იმერხევისა და ტაოს სოფლებში: ქოქლიეთი, ივეთი, იფხრევლი, წყალსიმერი... ხევაი, ქობაი, ელიასხევი... ჩაწერილია საინტერესო დიალექტური მასალა (სულ 40-მდე კასეტა). განსაკუთრებით საშურია საქართველოს ისტორიულ კუთხეებში დავიწყება-დაკარგვისა და ნიველირების საფრთხის წინაშე მდგარი ქართველური ენობრივ-კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენა: ჩაწერილი მასალის სინქრონიული და დიაქრონიული სისტემური ანალიზი; ტექსტებისა და გამოკვლევების საინტერნეტო ვერსიის მომზადება.
ქართველური დიალექტოლოგიის ინსტიტუტში ინახება აგრეთვე სტუდენტთა დიალექტოლოგიურ პრაქტიკაზე ინდივიდუალური წესით სხვადასხვა კუთხეში ჩაწერილი აუდიომასალა (100-ზე მეტი აუდიოკასეტა).
მოძიებული მდიდარი ტექსტობრივი ბაზის გადარჩენის მიზნით ამჟამად მიმდინარეობს 1993-2012 წლებში ჩაწერილი აუდიომასალის ციფრულ ფორმატში (ლაზერულ დისკებზე) გადატანა.
ქართველური დიალექტოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომელთა მიერ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მოპოვებული ახალი დიალექტური მასალა, დღემდე გამოქვეყნებული ტექსტებისაგან განსხვავებით, უნიკალურია მრავალფეროვანი თემატიკით, ჩაწერა-დამუშავების მეთოდოლოგიითა და ტექნოლოგიით; მაღალ მეცნიერულ დონეზე დამუშავებული (ზუსტი ფონეტიკური წესების დაცვით) ტექსტები სანდო წყაროა ქართველოლოგიის სფეროში მოღვაწე სპეციალისტებისათვის (ენათმეცნიერთათვის, ეთნოლოგთათვის, ხალხური სიტყვიერების მკვლევართათვის....). დიალექტური მეტყველების ნიმუშებს თან ახლავს შესაბამისი აუდიო და ფოტომასალა, რაც კვლევის შედეგებს უფრო შთამბეჭდავსა და უნიკალურს ხდის.
ახალი ქართველური დიალექტური ტექსტების ჩაწერა-დამუშავება-შესწავლა, ერთი მხრივ, სამუდამოდ დაკარგვისგან გადაარჩენს ქართველური ენობრივი მემკვიდრეობის ნაწილს, მეორე მხრივ, მნიშვნელოვნად გაამდიდრებს ქართველოლოგიის დარგს.
მომძიებელთა ჯგუფების მიერ დეტალურადაა აღწერილი ონომასტიკური ერთეულები; შევსებულია სხვადასხვა სახის დარგობრივი კითხვარები: გვარსახელები, ნათესაობის ლექსიკა, ადამიანის სხეულის ნაწილები, გარდაცვალებასთან დაკავშირებული ლექსიკა, ქორწინების ლექსიკა, ბავშვის ლექსიკონი, თამაშობები, ღვთისმსახურება, ტანისამოსი, საჭმელ-სასმელი, ზომა-წონა, ხელ-ობა, მესაქონლეობა, მეფრინველეობა, მეფუტკრეობა, მეაბრეშუმეობა, მესიმინდეობა, სამკურნალო მცენარეები, მეჩაიეობა, წისქვილი, მეციტრუსეობა, მეთამბაქოეობა, მეთევზეობა, მონადირეობის ლექსიკა...
ახალი დიალექტური ტექსტების საფუძველზე დაიწერა მნიშნელოვანი სამეცნიერო ნაშრომები (მონოგრაფიები, სტატიები, თეზისები).

1996 წლიდან ქართველური დიალექტოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი აწყობს დიალექტოლოგიურ ექსპედიციებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. 1998 წლიდან დიალექტოლოგიის ინსტიტუტის ორგანიზებითა და თანამშრომელთა აქტიური მონაწილეობით საველე დიალექტოლოგიურ, ფოლკლორულ-ეთნოგრაფიულ პრაქტიკას გადიან უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ენა-ლიტერატურისა და ისტორიის სპეციალობების სტუდენტები. ექსპედიციაში ჩართული არიან აგრეთვე ქართველური ენათმეცნიერების სპეციალობის მაგისტრანტები და დოქტორანტები.
1996 წლის 13-19 ივლისს მესტიის რაიონის სოფელ ლენჯერში მოეწყო სამეცნიერო ექსპედიცია, რომლის მიზანი იყო ენათმეცნიერული, ფოლკლორული და ეთნოგრაფიული მასალის მოპოვება. ექსპედიციაში მონაწილეობდნენ: .ფუტკარაძე (ხელმძღვანელი), .დოგრაშვილი, .ხაჭაპურიძე, .ლომთაძე, .შავიანიძე, .ბაკურაძე, .თავხელიძე, .რუსაძე, .გაბელაია, .დადიანი, .ნაკანი, .ოკუჯავა, .ბენდელიანი, .ლომიძე, .ხარაბაძე, .ვაშაკიძე, .თოფჩიშვილი.
1998 წლის 13-27 ივლისს ტყიბულში (სოფ. კურსები, ჭყეპი), ხონში (სოფ. მათხოჯი, კუხი), ხობსა (სოფ. ქვალონი) და ქუთაისში მოეწყო აწსუ ფილოლოგიისა და ისტორიის ფაკულტეტების II-III კურსის სტუდენტთა დიალექტოლოგიური, ფოლკლორული და ეთნოგრაფიული სასწავლო-საველე ექსპედიცია. მასში მონაწილეობდნენ: .ფუტკარაძე (ხელმძღვანელი), .ბაკურაძე, .შავიანიძე, .ზარქუა, .ხაჭაპურიძე, .კაშია, .ფეიქრიშვილი, .დადიანი, .ხაჭაპურიძე, .ლომთაძე, .ვაშაკიძე.
1999 წლის 25 ივლისიდან 9 აგვისტომდე ცაგერის რაიონის სოფლებში (ლაჯანა, ორბელი), ხონის რაიონის სოფლებში (მათხოჯი, კუხი), მარტვილის რაიონის სოფ. დიდი ჭყონში და ქუთაისში მოეწყო აწსუ ფილოლოგიისა და ისტორიის ფაკულტე-ტების II-III კურსის სტუდენტთა დიალექტოლოგიური, ფოლკლორული და ეთ-ნოგრაფიული სასწავლო-საველე ექსპედიცია. მასში მონაწილეობდნენ: .ფუტკარაძე (ხელმძღვანელი), .დოგრაშვილი, .ავალიანი, .ბაკურაძე, .ფირცხელანი, .შავიანიძე, .ხაჭაპურიძე, .ლომთაძე, .კაშია, .დადიანი, .ოკუჯავა, .ხაჭაპურიძე, .ვაშაკიძე.
2000 წლის 11-24 ივლისს ცაგერის რაიონის სოფლებში (ლაჯანა, სპათაგორი, ორბელი, ლაილაში, ღუ, ხოჯი, ლაცორია) მოეწყო აწსუ ფილოლოგიისა და ისტორიის ფაკულტეტების II-III კურსის სტუდენტთა დიალექტოლოგიური, ფოლკლორული და ეთ-ნოგრაფიული ექსპედიცია. მასში მონაწილეობდნენ: . ფუტკარაძე (ხელმძღვანელი), . დოგრაშვილი, . ავალიანი, . ბაკურაძე, . ფირცხელანი, . შავიანიძე, . ხაჭაპურიძე, . ლომთაძე, . კაშია, . დადიანი, . ხაჭაპურიძე, . ნაკანი, . ბაქრაძე, . ოდილავაძე, . ქამუშაძე, . ვაშაკიძე.
2001 წლის 20 ივლისიდან 5 აგვისტომდე დუშეთის რაიონის სოფლებში (ბარისახო, გუდანი, ჭალისოფელი, როშკა, ბუჩუკურთა, კორში, გველეთი, აჭე) მოეწყო აწსუ ფილოლოგიისა და ისტორიის ფაკულტეტების II-III კურსის სტუდენტთა დიალე-ქტოლოგიური, ფოლკლორული და ეთნოგრაფიული ექსპედიცია. მასში მონაწილეობდნენ: .ფუტკარაძე (ხელმძღვანელი), .დოგრაშვილი, .ხაჭაპურიძე, .დადიანი, . ნაკანი, .ოდილავაძე, .ქამუშაძე, .ვაშაკიძე, .დათაშვილი, .მიქაუტაძე.
   2002 წლის ივლისში ასპინძის რაიონში მოეწყო აწსუ ფილოლოგიისა და ისტორიის ფაკულტეტების II-III კურსის სტუდენტთა დიალექტოლოგიური, ფოლკლორული და ეთნოგრაფიული ექსპედიცია. მასში მონაწილეობდნენ: .ფუტკარაძე (ხელმძღვანელი), .დოგრაშვილი, .კუბლაშვილი, .ჭანტურიძე.
2003 წლის ივლისში ქვემო სვანეთში (ლენტეხის რაიონი) მოეწყო აწსუ ფილოლოგიისა და ისტორიის ფაკულტეტების II-III კურსის სტუდენტთა დიალე-ქტოლოგიური, ფოლკლორული და ეთნოგრაფიული ექსპედიცია. მასში მონაწილეობდ-ნენ: .ფუტკარაძე (ხელმძღვანელი), .დოგრაშვილი, .მიქაუტაძე, .ქამუშაძე, .ფირცხელანი, .შავიანიძე.
2004 წლის 19 ივლისიდან 3 აგვისტომდე ქობულეთის რაიონის სოფ. აჭყვისთავში მოეწყო აწსუ ფილოლოგიისა და ისტორიის ფაკულტეტების II-III კურსის სტუდენტთა დიალექტოლოგიური, ფოლკლორული და ეთნოგრაფიული ექსპედიცია. მასში მონაწილეობდნენ: .ფუტკარაძე (ხელმძღვანელი), .დოგრაშვილი, .დადიანი, .კუბლაშვილი, .ქამუშაძე, .ზარქუა, .შავიანიძე, .დათაშვილი, .მიქაუტა¬ძე.
2005 წლის 20-31 ივლისს საჩხერის რაიონის სოფლებსა (იცქისი, საკოხია, ორღუ, სავანე, ჭორვილა, სხვიტორი, იტავაზაქი, დურევი, ცხამი, კალვათა, საირხე, ქორეთი, ჭალა, სპეთი) და ქუთაისში მოეწყო აწსუ ფილოლოგიისა და ისტორიის ფაკულტეტების II-III კურსის სტუდენტთა დიალექტოლოგიური, ფოლკლორული და ეთნოგრაფიული სასწავლო-საველე ექსპედიცია. მასში მონაწილეობდნენ: .ფუტკარაძე (ხელმძღვანელი), .დოგრაშვილი, .დადიანი.შავიანიძე, .დათაშვილი, .მიქაუტაძე.
2006 წლის აგვისტოში მოეწყო ექსპედიცია იმერხევში (შავშეთის რაიონი, თურქეთი). მონაწილეობდნენ: აწსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ენა-ლიტერატურის სპეციალობის II კურსის სტუდენტები და ქართველური ენათმეცნიერების სპეციალობის მაგისტრანტები. ექსპედიციაში ჩართული იყვნენ: .ფუტკარაძე (ხელმძღვანელი), .დადიანი, .მიქაუტაძე, .ქამუშაძე, .დოგრაშვილი, .კირთაძე, .ლომთაძე, .ბაკურაძე.
2007 წლის 2-12 აგვისტოს მოეწყო ექსპედიცია იმერხევში (შავშეთის რაიონი, თურქეთი). მასში მონაწილეობდნენ: აწსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ენა-ლიტერატურის სპეციალობის მე-2 კურსის სტუდენტები და ქართველური ენათმეცნიერების სპეციალობის მაგისტრანტები. ექსპედიციაში ჩართული იყვნენ: .ფუტკარაძე (ხელმძღვანელი), .დადიანი, .მიქაუტა¬ძე, .დოგრაშვილი, .ქამუშაძე.
2008  წლის ივლისში მოეწყო აწსუ ისტორიის სპეციალობის II კურსის სტუდე-ნტთა ეთნოგრაფიული ექსპედიცია-პრაქტიკა ვანის რაიონის სოფლებში. მონაწილეობდ-ნენ: .შავიანიძე (ხელმძღვანელი), .კაშია, .ბაქრაძე.
2009 წლის აგვისტოში იმერხევსა და ტაოში (თურქეთი) მოეწყო დიალექტოლოგიური ექსპედიცია. მონაწილეობდნენ: აწსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ენა-ლიტერატურის სპეციალობის II კურსის სტუდენტები და ქართველური ენათმეცნიერების სპეციალობის მაგისტრანტები. ექსპედიციაში ჩართული იყვნენ: .ფუტკარაძე (ხელმძღვანელი), .დადიანი, .ქამუშაძე.
 2009 წლის ივლისში ისტორიის სპეციალობის II კურსის სტუდენტთა ეთნოგრაფიული ექსპედიცია-პრაქტიკა ხულოს რაიონის სოფლებში (დიდაჭარა, ხიხანი, სხალთა). მონაწილეობდნენ: .შავიანიძე (ხელმძღვანელი), . ბაქრაძე, . ლომთაძე.
2011 წლის 18-28 ივლისს ტაოში (თურქეთი) მოეწყო აწსუ ჰუმანიტარულ მეც-ნიერებათა ფაკულტეტის ქართული ენა-ლიტერატურის სპეციალობის II კურსის სტუდენტთა დიალექტოლოგიური პრაქტიკა-ექსპედიცია. მასში მონაწილეობდნენ: .ფუტკ-არაძე (ხელმძღვანელი), .დადიანი, .მიქაუტაძე, .ქამუშაძე.
2012 წლის ივლისსა და აგვისტოში მოეწყო: ეთნოგრაფიული ექსპედიცია სამეგრელოსა (წალენჯიხა, სოფლები: ჯვარი, ეწერფერდი, მუჟავა) და ვანის რაიონში (ამაღლება, ბზვანი, შუამთა, სულორი, ციხესულორი, ყუმური); დიალექტოლოგიური ექსპედიცია ტაოში (სოფლები: ხევაი, ქობაი). ხელმძღვანელები: .ფუტკარაძე, .დადიანი.
2013 წლის ივლისსა და აგვისტოში მოეწყო: ეთნოგრაფიული ექსპედიცია ლენტეხის რაიონში (სოფლები: ჯახუნდერი, სასაში, ლეკოსანი, ჩიხარეში...).ხელმძღვანელი: დავით შავიანიძე; დიალექტოლოგიური ექსპედიცია იმერხევსა (სოფლები: ქოქლიეთი, იფხრევლი, ივეთი, ბაზგირეთი) და ტაოში (სოფლები: ხევაი, ქობაი). ხელმძღვანელები: .ფუტკარაძე, .დადიანი.
2014 წლის ივლისსა და აგვისტოში მოეწყო: ეთნოგრაფიული ექსპედიცია ჩხოროწყუს რაიონში (სოფლები: ახუთი, ლესიჭინე, ალერტი, სქური, წაჩხურა, მუხური...). ხელმძღვანელი: დავით შავიანიძე; დიალექტოლოგიური ექსპედიცია იმერხევსა (სოფლები: დიობანი, აგარა, მანატბა, დასამობი) და ტაოში (სოფლები: ხევაი, ბალხი). ხელმძღვანელები: .ფუტკარაძე, .დადიანი.
2015 წლის ივლისსა და აგვისტოში მოეწყო: ეთნოგრაფიული ექსპედიცია მესტიის რაიონში. ხელმძღვანელი: დავით შავიანიძე; დიალექტოლოგიური ექსპედიცია იმერხევსა (სოფლები: ზიოსი, ბაზგირეთი, უბე...) და ტაოში (სოფლები: ქვაბაი, ხევაი, ბალხი). ხელმძღვანელები: .ფუტკარაძე, .დადიანი.
2016 წლის ივლისსა და აგვისტოში მოეწყო: ეთნოგრაფიული ექსპედიცია ლეჩხუმში (ცაგერის რაიონის სოფლებში: ნაკურალეში, აღვი, ნასპერი, უცხერი, ღვირიში...); ხელმძღვანელი: დავით შავიანიძე; დიალექტოლოგიური ექსპედიცია ტაოსა და იმერხევში (იუსუფელისა და შავშეთის რაიონის სოფლებში: ხევაი, ქობაი, ბალხი, დიობანი, უსტამისი); ხელმძღვანელები: .ფუტკარაძე, .დადიანი.
ექსპედიციის /დიალექტოლოგიური პრაქტიკის/ შედეგები განიხილება საუნივერსიტეტო კონფერენციებზე. ქართველური დიალექტოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი მიმართულების მასალა აქტიურად გამოიყენება უნივერსიტეტის სასწავლო პროცესში, კერძოდ, ინსტიტუტში დაცული მასალების საფუძველზე მზადდება სტუდენტთა საკურსო, სამაგისტრო ნაშრომები და რეფერატები.


აწსუ ქართველური დიალექტოლოგიის ინსტიტუტის/მიმართულების
მიერ ორგანიზებული სიმპოზიუმები 
ქუთაისური  საუბრებ


1993 წელს შექმნილი გრძელვადიანი სტრატეგიის მიხედვით, დიალექტოლოგიის ინსტიტუტის საქმიანობის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად განისაზღვრა ქართველოლოგიაში მომუშავე ენათმეცნიერების, ლიტერატურათმცოდნეების, ეთნოგრაფებისა და ფოლკლორისტების ერთობლივი საერთაშორისო ქართველოლოგიური კონფერენციების - ქუტაისური საუბრების - ორგანიზება და  სამეცნიერო პრდუქციის გატანა საზღვარგარეთ.
1994 წლის 13-14 მაისს გაიმართა დიალექტოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის პირველი სამეცნიერო სემინარი - ქუთაისური საუბრები - I, რომლის თემა იყო: „ქართველური ენების დიალექტურ მასალათა მოძიების, ზანურ-სვანური დიალექტური ტექსტების ქართულ სალიტერატურო ენაზე თარგმანებისა და მათი გამოცემის პრინციპები”; სამსჯელოდ გამოტანილ იქნა სამი საკითხი:
1. დიალექტოლოგიის ინსტიტუტის დირექციის მიერ მომძიებელთა ჯგუფებისათვის შემუშავებული პროგრამა-ინსტრუქციის განხილვა (მომხსენებლები: .ქაცარავა, .კაშია, .შავიანიძე).
2. ზანურ-სვანური ტექსტების თარგმანების პრინციპები (მომხსენებლები: .ფუტკარაძე, .დადიანი, .ნაკანი).
3. დიალექტური (ფოლკლორული, ეთნოგრაფიული) მასალების გამოცემის პრინციპები (მომხსენებლები: .ფუტკარაძე, .ლომთაძე, .ხაჭაპურიძე).
ქუთაისური საუბრები - II ჩატარდა 1995 წლის 9-12 მაისს; თემა: „Í, სონანტებისა და შესაბამისი სრული ხმოვნების, უმლაუტიანი ხმოვნებისა და დიფთონგების მიმართების, ტექსტებში მათი დაფიქსირების საკითები ქართველურ ენებში; წარმოდგენილი იყო 15 მოხსენება.
ქუთაისური საუბრები - III (2-5 მაისი, 1996 .); თემა: ”ქართველური დიალექტოლოგიის, ეთნოლოგიისა და ფოლკლორის საკითხები”;  წარმოდგენილი იყო  121 მოხსენება.
ქუთაისური საუბრები - IV (2-4 მაისი, 1997 .); თემა: ”ადამიანთა ერთობა (ეთნოსი, ერი, ტომი, თემი, გვარი) - ლინგვისტური, ეთნოლოგიური, ფოლკლორული ასპექტები”; წარმოდგენილი იყო  87 მოხსენება.
ქუთაისური საუბრები - V (1-3 მაისი, 1998 .); თემა: ”სამეტყველო კოდების შერევისა და მოზაიკური კულტურის საკითხები”; სიმპოზიუმი მიეძღვნა არნოლდ ჩიქობავას დაბადების 100 წლისთავს; წარმოდგენილი იყო 68 მოხსენება.
ქუთაისური საუბრბი - VI (2-5 მაისი, 1999 .); თემა: „ენობრივ-კულტურული სიტუაციის დინამიკა საქართველოში”; წარმოდგენილი იყო 124 მოხსენება.
ქუთაისური საუბრები - VII (2-5 მაისი, 2000 .); თემა: ”ღვთისმსახურება: ენობრივი და კულტურული ასპექტები”; წარმოდგენილი იყო 75 მოხსენება.
ქუთაისური საუბრები - VIII (4-5 მაისი, 2001 .); თემა: ”საქართველო ისტორიულ ევრაზიულ სივრცეში (დიალექტოლოგიური და კულტუროლოგიური ასპექტები)”. სიმპოზიუმი მიეძღვნა ვარლამ თოფურიას დაბადების 100 წლისთავს; წარმოდგენილი იყო 70 მოხსენება.
ქუთაისური საუბრები - IX (11-12 მაისი, 2002 .); ”დიალექტი, ენა, კულტურა: ენობრივი (კულტურული) სისტემისა და ქვესისტემის გამიჯვნის ზოგადთეორიული პრობლემა”; წარმოდგენილი იყო 34 მოხსენება.
ქუთაისური საუბრები - X (9-10 მაისი, 2003 .); თემა: „დიალექტი, ენა, კულტურა: ქართველოლოგიური პრობლემები”; სიმპოზიუმი მიეძღვნა ბაგრატის ტაძრის 1000 წლის იუბი¬ლეს; წარმოდგენილი იყო 83 მოხსენება.
ქუთაისური საუბრები - XI (23-24 ოქტომბერი, 2007 .); მიეძღვნა სტამბოლის ქართულ სავანეში პირველი წიგნის გამოცემიდან 130 წლისთავს; წარმოდგენილი იყო 21 მოხსენება.
ქუთაისური საუბრები - XII (13-14 ნოემბერი, 2009 .); სიმპოზიუმი მიეძღვნა საქართველოში მოციქულთა შემობრძანებასა და ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას; წარმოდგენილი იყო 27 მოხსენება.
ქუთაისური საუბრები - XIII (17-18 მაისი, 2013 .); თემა: „ქართველოლოგიის აქტუალური პრობლემები”. ეძღვნება ქართველური დიალექტოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დაარსებიდან 20 წლისთავს. წარმოდგენილი იყო 30 მოხსენება.

სიმპოზიუმების მასალები იბეჭდება დიალექტოლოგიის ინსტიტუტის ყოველწლიურ სამეცნიერო რეფერირებად ჟურნალ ქართველური მემკვიდრეობა ჟურნალის მთავარი რედაქტორი - პროფ. ტარიელ ფუტკარაძე, პასუხისმგებელი რედაქტორი - პროფ. ავთანდილ ნიკოლეიშვილი, რედაქტორი - ასოც. პროფ. ეკა დადიანი. ჟურნალს ჰყავს სარედაქციო საბჭო, რომლის შემადგენლობაში შედიან სხვადასხვა დარგის ცნობილი სპეციალისტები.
ქართველური მემკვიდრეობის" პირველი ტომი დაიბეჭდა 1996 წელს. დღემდე გამოცემულია 19 ტომი. კრებულში ტრადიციულად იბეჭდება სიმპოზიუმის მასალები, რეცენზირებული ქართველოლოგიური (ენათმეცნიერული, ლიტერატურათმცოდნეობითი, ფოლკლორული, ეთნოლოგიური, კულტუროლოგიური...) გამოკვლევები, ქართველური დიალექტოლოგიის  ინსტიტუტის მომძიებელთა ჯგუფების მიერ ჩაწერილი ქართველური დიალექტური ტექსტები.
ქართველური მემკვიდრეობის I ტომში დაბეჭდილია 51 სტატია; II ტომში - 60 სტატია, III ტომში - 40 სტატია, IV ტომში - 56 სტატია, V ტომში - 34 სტატია, VI ტომში - 36 სტატია და ქართველური დიალექტური ტექსტები, VII ტომში - 22 სტატია და ქართველური დიალე-ქტური ტექსტები, VIII ტომში - 48 სტატია, IX ტომში - 72 სტატია, X ტომში - 64 სტატია, XI ტომში - 60 სტატია, XII ტომში - 69 სტატია, XIII ტომში - 46 სტატია, XIV ტომში - 27 სტატია და ისტორიული დოკუმენტები (საუკუნის ქართველი სასულიერო და საერო მოღვაწეთა მიერ ქართული ენის დასაცავად წარმოებული ბრძოლის ამსახეველი მასალა), XV ტომში - 46 სტატია, XVI ტომში - 42 სტატია და და ქართველური დიალექტური ტექსტები,  XVII ტომში - 61 სტატია, XVIII ტომში - 32 სტატია და ქართველური დიალექტური ტექსტები, XIX ტომში - 33 სტატია და და ქართველური დიალექტური ტექსტები.
2016 წელს გამოსაცემად მზადდება XX  ტომი.

მაგისტრანტთა და დოქტორანტთა კონფერენციები
ქართველური დიალექტოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით 2007 წლიდან რეგულარულად ტარდება ქართველური ენათმეცნიერების მიმართულების მაგისტრანტთა და დოქტორანტთა რესპუბლიკური სამეცნიერო კონფერენცია. დღემდე ჩატარდა 9 კონფერენცია.

დიალექტოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომელთა სადისერტაციო ნაშრომები
ქართველური დიალექტოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტის თანამშრომლების მიერ დაცულ იქნა შემდგი სადოქტორო და საკანდიდატო დისერტაციები:
ტარიელ ფუტკარაძე - თანამედროვე ქართული ენის ხმოვანთა სისტემა; /სადოქტორო დისერტაცია/,1998 .
ეკა დადიანი - კავშირებითის ნაკვთები მეგრულში (სხვა ქართველურ ქვესისტემებთან მიმართებით). სამეცნიერო ხელმძღვანელები: პროფ. .ფუტკარაძე, პროფ. .შეროზია; 2001 .
დავით შავიანიძე - დასავლეთ საქართველოს ეთნოისტორიიდან (ოკრიბული ონომასტიკური მასალების მიხედვით). სამეცნიერო ხელმძღვანელი: პროფ. .თოფჩიშვილი; 2001 .
მაია მიქაუტაძე - ქართული ენის ფონემატური სტრუქტურის საკითხები V-XI საუკუნეთა წერილობითი ძეგლების მიხედვით სამეცნიერო ხელმძღვანელი: პროფ. .ფუტკარაძე; 2004 .
ლუიზა ხაჭაპურიძე - ქართველი მართლმადიდებელი მრევლის მეტყველება (ლექსიკური და ფრაზეოლოგიური ერთეულები). სამეცნიერო ხელმძღვანელი: პროფ. .ფუტკარაძე; 2005 .
ლელა ავალიანი - არაბულიდან მომდინარე პროფესიის აღმნიშვნელი ტერმინები ქართულ სალიტერატურო ენასა და დიალექტებში სამეცნიერო ხელმძღვანელები: პროფ. .ფუტკარაძე, პროფ. .ნედოსპასოვა; 2005 .
გიგა ქამუშაძე - იანეთში რეპატრიირებულთა თურქული მეტყველების თავისებურებანი (სამეც¬ნიერო ხელმძღვანელები: პროფ. .ფუტკარაძე, პროფ. .ჯიქია); 2006 .
რამაზ ხაჭაპურიძე - მაგიურ-რელიგიური მკურნალობის ისტორიიდან (იმერეთის ეთნოგრაფიული მასალების მიხედვით). სამეცნიერო ხელმძღვანელი: პროფ. .მინდაძე; 2006 .
სოფიო ტყეშელაშვილი - თანხმოვანთკომპლექსთა ტრანსფორმაციისათვის ქართული ენის ფერეიდნულ დიალექტში სამეცნიერო ხელმძღვანელი: პროფ. .ფუტკარაძე; 2006 .


არაიშვიათად, ქართველული დიალექტოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო პროექტები ფინანსდებოდა რესპუბლიკური თუ ადგილობრივი ფონდებისაგან (რუსთაველის ფონდისაგან ინსტიტუტს დაფინანსება არ მიუღია; რატომღაც სულ 1 ან 0.5 ქულა აკლდებოდა ჩვენს პროექტს!). საგრანტო დაფინანსებისა და თანამშრომელთა სიმცირის მიუხედავად, ქართველური დიალექტოლოგიის მიმართულება პროფ. ეკა დადიანის ხელმძღვანელობით აგრძელებს წარმატებულ ფუნქციონირებას.