პროფესორ ნომადი ბართაიას რეცენზია
პროფესორ ნომადი
ბართაიას რეცენზია:
P
ტარიელ ფუტკარაძე, "ქართველოლოგიის შესავალი~
ჩვენს ხელთ არის საკმაოდ დიდი მოცულობის, ღრმამეცნიერულ დონეზე დაწერილი წიგნი `ქართველოლოგიის შესავალი~,
რომლის ავტორი გახლავთ ფილოლოგიის
მეცნიერებათა დოქტორი,
პროფესორი ტარიელ ფუტკარაძე. სანამ ეს ნაშრომი
გამოჩნდებოდა, დაიდო 17
ტომი საერთაშორისო სამეცნიერო კრებულისა _ `ქართველური მემკვიდრეობა~.
რა საერთო აქვს ამ ორ მოვლენას ერთმანეთთან
(მოვლენა შემთხვევით
არ წამომცდენია)?
მათ ერთმანეთთან ის საერთო აქვთ, რომ `ქართველური
მემკვიდრეობის~ 17 ტომის გამომცემელი
და რედაქტორი
გახლავთ სწორედ ტარიელ ფუტკარაძე,
ხოლო `ქართველოლოგიის შესავალი~, შეიძლება ითქვას,
ეფუძნება ყველა იმ მეცნიერულ
სიახლეს, რომლებიც
ბოლო ორი ათეული წლის განმავლობაში აისახა
`ქართველური მემკვიდრეობის~ 17 ტომში.
ტარიელ ფუტკარაძე 1993 წელს ჩაუდგა სათავეში
აკაკი წერეთლის
სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართველური დიალექტოლოგიის ინსტიტუტს
და თავის გარშემო შემოიკრიბა
მეცნიერული საქმის ერთგული ადამიანები,
რომლებიც დღეს, შინაურულ წრეში, `ტარიელის ფუტკრებად~ არიან ცნობილნი.
დიახ, შეიქმნა ქართველური დიალექტოლოგიის ინსტიტუტი და დაიწყო მეტად ნაყოფიერი კვლევითი
სამუშაოები, რომლებიც
წარმატებით გრძელდება
დღემდე; აქვე შევნიშნავ, რომ ტარიელ ფუტკარაძე,
როგორც ფართო დიაპაზონის მქონე მეცნიერი, არ შემოიფარგლა ოდენ დიალექტოლოგიური თემატიკით
და მისმა ინტერესებმა თანდათან
ქართველოლოგიის სფეროს თითქმის მთელი სპექტრი მოიცვა.
M
ტარიელ ფუტკარაძემ, ინსტიტუტის
დაარსების დღიდანვე,
საფუძველი ჩაუყარა
ყოველწლიურ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებსა და მათ ბაზაზე
- სამეცნიერო შრომების
კრებულ `ქართველურ მემკვიდრეობას~, რაც გასული საუკუნის
მძიმე 90-იან წლებში დიდი გარჯის ფასად უჯდებოდა.
მქონდა ბედნიერება, მონაწილეობა
მიმეღო ქართველოლოგთა ამ მაღალი საერთაშორისო
ფორუმების - ქუთაისური
საუბრების - მუშაობაში,
რომლებიც წლების განმავლობაში იმართებოდა
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ვყოფილიყავი მოწმე, თუ როგორ ყალიბდებოდა ახალი
მეცნიერული აზრი ქართველოლოგიაში; ეს აზრი იბეჭდებოდა "ქართველურ
მემკვიდრეობაში". სწორედ
"ქართველურ მემკვიდრეობაში" აპრობირებული
სამეცნიერო გამოკვლევების ბაზაზე შეიქმნა პროფესორ
ტარიელ ფუტკარაძის
მონოგრაფია: "ქართველები", რომელსაც
დაეფუძნა სტუდენტთათვის გამიზნული სახელმძღვანელო: `ქართველოლოგიის შესავალი~.
აღნიშნული
ნაშრომი სრულად აირეკლავს ქართველოლოგიის ბოლოდროინდელ მეცნიერულ მიღწევებს, რაც უაღრესად
აქტუალურს ხდის მას. წიგნი უპრეცედენტოა იმით, რომ მრავალი
მიმართულებით მოიცავს
ქართველოლოგიის პრობლემების
ანალიზს. პრობლემები
კი იწყება ქართველთა თვითსახელწოდების განხილვიდან და მოდის დღემდე. ესენია:
ქართველთა ეთნოგენეზისი, ქართველთა სახელმწიფოებრიობა, საერთო ქართველური ენა, ქრისტიანობამდელი არაქართული რელიგიები და კულტურა, ხელოვნება,
ქართული ანბანის შექმნა, ქართული კულტურის
უძველესი ცენტრები,
ქართული ხელნაწერები, ქართული მწერლობის ძირითად
ტენდენციები, საზღვარგარეთის ქართველოლოგიური ცენტრები, ენობრივი სიტუაცია დღევანდელ საქართველოში და უამრავი სხვა, რომელთა უბრალო ჩამოთვლაც კი შორს წაგვიყვანდა.
მკვლევარი
მეცნიერული არგუმენტებით
დამაჯერებლად ავითარებს
თავის აზრს პრობლემურ საკითხებზე,
რომელთაგან გამოვყოფდი
ორს; ესენია: `ქართიზაცია~ და `სამი
ქართველური ენის~ თეორია. მათ საფუძველზე,
როგორც წიგნის ავტორი წერს, ჯერ კიდევ მეფის რუსეთში
შემუშავებული ანტიქართული დეზინფორმაციული მანქანა დღესაც მუშაობს და საქართველოს - დაშლილად,
ქართველებს კი სხვადასხვა ეთნოსებად
წარმოადგენს.O
არსებობს
სამასormocმილიონიანი არაბული ეთნოსი, ოცდაორი
ქვეყნით და ამ ქვეყნებში
შემავალი მშობლიურ
არაბულზე მეტყველი
ხალხით.Mმიუხედავად
იმისა, რომ საგრძნობლად არის დაშორებული ერთმანეთისგან ამ ქვეყნების ხალხთა მეტყველება - ზოგ შემთხვევაში, არამცთუ გაგებინების მომენტი, ნათესაური კავშირიც კი წაშლილია, მათ მაინც არაბული
ენის დიალექტები
ეწოდება, რომელთაც
აერთიანებს სალიტერატურო არაბული.
მარტივად
დავსვამ კითხვას:
თუ სამასormocმილიონიან
არაბ ერს, ასე ვთქვათ,
ყოფნის ერთი არაბული ენა (erTaderTia
malta, romelic 2003 wlidan evrokavSiris wevri gaxda da romlis saxelmwifo enaa
malturi da inglisuri, religia ki kaTolicizmi), ჩვენთვის, ლამის
სამ მილიონამდე დასული ქართველი ერისათვის, რატომ
არ უნდა იყოს
საკმარისი ერთი ენა?
პასუხი მარტივია: მიზეზი არის ცრუმეცნიერული ქართიზაციის თეორია, რომლის მიხედვითაც ქართული
ეთნოსი არა - ერთ მთლიან ერთეულად, არამედ დანაწევრებულად არის წარმოდგენილი. Aამ ანტიქართული თეორიის
მიზანი `დაყავი და იბატონეს~
პრინციპიდან გამომდინარეობს.
ტარიელ ფუტკარაძე, როგორც მეცნიერი და, ამავე დროს - სახელმწიფოებრივად მოაზროვნე
ადამიანი, არგუმენტირებულად საუბრობს იმ საფრთხეებზე,
რომლებიც შეიძლება
მოჰყვეს ზემოხსენებულ
თეორიებს.
არადა მაშინ, როცა ჯერაც დადგენილი არ არის, თუ
სად გადის ზღვარი ენასა და დიალექტს შორის და თავისუფლად
შეგვიძლია მეგრულსა
თუ სვანურს
ვუწოდოთ დიალექტი,
განშტოება, კილო-კავი ან ამ სახის სხვა სახელი,
რატომ ვირჩევთ
მხოლოდ ხიფათის
შემცველ ტერმინს?
იმაში, თუ რატომ არის ეს `ქართიზაციის~
თეორიასთან ერთად ხიფათის შემცველი,
მკითხველი დარწმუნდება,
როცა გაეცნობა
`ქართველოლოგიის შესავლის~
შემდეგ თავს: `საერთოქართველური ენა
და ქართველთა სამწიგნობრო ენა, როგორც ქართველთა დედაენა~.
საქართველო
ოდითგანვე აზიისა და ევროპის საზღვარზე მდებარე ქვეყანაა. ქართული
კულტურა არ მიეკუთვნება მხოლოდ ერთს ან მეორეს. იგი ორი სამყაროს, ორი
ცივილიზაციის სინთეზია. Mმკვლევარს კარგადა
აქვს ეს გააზრებული და ამ ჭრილში განიხილავს ქართულ ფენომენს.
ტარიელ ფუტკარაძის 500-გვერდიანი
`ქართველოლოგიის შესავალი,~
მიუხედავად იმისა, რომ მასში შეიძლება ზოგი რამ ვინმესთვის
საკამათო იყოს, დიდი შენაძენია ქართველოლოგიისათვის.
26. 03. 2014.