Sunday, March 2, 2014

მამა გაბრიელი



წმინდა ღირსი მამა გაბრიელი აღმსარებელი-სალოსი -

საქარველოსთის მლოცველი
ახლა დავბრუნდით სამებიდან.
ერთი კვირაა, ხალხის ნაკადი არ წყდება ჩვენი თანამედროვე წმინდანის წმინდა ნაწილებთან. ამ შუაღამესაც საოცრად დიდი და მშვიდი პროცესია იყო: ურთიერთპატივისცემითა და ლოცვით  მოსილი ხალხის ტალღა უხმაუროდ მიიწევდა წინ.
ტაძრამდეც და ტაძარშიც რამდენიმე სურათი გადავიღე; ტაძრამდეც და  ტაძრის შემდეგაც ვფიქრობ:
რა ხდება სინამდვილეში? რატომ მოდის ამდენი ხანია ამდენი ხალხი?
ტაძარში: მამა გაბრიელ სალოსო, შეეწიე საქართველოს!..
აშკარაა: ჩვენ თვალწინ არაჩვეულებრივი, სასწაულებრივი მოვლენაა (გონებასუსტი ვერ ხედავს ამას):
- ათეიზმგამოვლილი ხალხი მრავალი დღის განმავლობაში პატივს მიაგებს წმინდანს, რომელმაც საბჭოთა იმპერიაში წმინდანად იცხოვრა და საქართველოსთვის ლოცვაში /ერის ჯავშნის "ქსოვაში"/ გალია ამვეყნიური ყოფა;
- სოციალ-დემოკრატიული ურწმუნობის პერიოდში დიდხანს მცხოვრებ ხალხს ხომ არ ჰგონია, რომ  წმინდანთან მხოლოდ ფიზიკური მიახლებით განიწმინდება?
თუ
დიდად მორწმუნეა ჩვენი ხალხი და ბედნიერია აწმყოში მიმდინარე სასწაულით - ახალი წმინდანის ამობრწყინებით?
ფაქტია:
იშვიათია ასეთი მოვლენა: მთელ ერს აქვს საშუალება, მიეახლოს წმინდანის სხეულის შარავანდედს...

ამ შუაღამით მე თავად რატომ მოვედი სამებაში?
- მუდამ ვცდილობ, გავაცნობიერო, რაც ირგვლივ ხდება:
ვითომერთმორწმუნე ქვეყნისგან ოკუპირებულ საქართველოს კიდევ ელის ახალი განსაცდელი (ყირიმის ოკუპაცია ცხადყოფს ამას); შემდეგ უნდა აღსრულდეს მამა გაბრიელის ხილვა: საქართველო დიდი ძალისხმევით დააღწევს თავს ოკუპანტს და დაიბრუნებს თავის თავს.
... მამა გაბრიელის შარავანდენიან ველში - ტაძარში - უწყვეტად შემოდიან  და შემოდიან ადამიანები; ისინი ღვთიურ ენერგიას იღებენ! არ შეიძლება ამდენი ადამიანი ცდებოდეს!
...ხალხი ანკარა ნაკადად გამოედინება ტაძრიდან; მათი მისტიკური ცნობიერება  თანამედროვე წმინდანის სასწაულით იღებს სულიერ საგზალს, საზრდოს სასაქართველოო დიდი  ძალისხმევისთვის:
ანკარა ნაკადის ამჟამინდელი ნაწილი, თითქოსდა ჩვეულებრივი ქართველი, ხვალ, ქვეყანას რომ დასჭირდება, გმირად იქცევა!
ამიტომ ვიყავი მლოცველთა მშვიდ ტალღაში ამ ღამით და, ალბათ, ამიტომ არ წყდება ქართველთა თავანკარა ნაკადი... 
ამ თავანკარა საქართველომ შვა დავით აღმაშენებელი...

2014 წლის 3 მარტი. 03.45 - 04.45 სთ. 






ვფიქრობ, არ მეჩვენება: ჩემ მიერ გადაღებულ ამ სურათზე გამოკვეთილად ჩანს /ტაძარშივე/ განათების სხივთა მიერ შექმნილი ორთაღოვანი კარი / - ტაძარში ხალხის ორი ნაკადი შემოდიოდა და აქედან გადიოდა.

წმინდა დავით აღმაშენებლის ამ ხატის სურათიც იქვე გადავიღე
/მაშინ არ მიფიქრია, რომ ამ ნაწერში ჩავრთავდი/