ქრისტეშობას გილოცავთ, მესტიელებო!
ქრისტეშობას გილოცავთ, ჩემო მესტიელო მეგობრებო!
ქრისტეშობის
მადლი შეგწეოდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს!
ავბედობის დროს სვანეთი იყო ქართული კულტურის სავანე და დარწმუნებული ვარ,
მომავალშიც, ფსევდოლიბერალური (პოსტსაბჭოური მიმართულების პოსტმოდერნისტული "თავისუფლების")
შემოტევის ახალ ეტაპზეც, თქვენი შთამომავლობა გააგრძელებს უდრეკ მეციხოვნობას...
დღეს გამოწვევები არანაკლები გვაქვს, ვიდრე წარსულში; დღესაც მოყვრად მოსული
მტერი, გენერალ პეტრე უსლარის მსგავსად (1864), ესწრაფვის ქართველთა ენობრივ დეზინტრგრაციას;
კერძოდ, ცდილობენ, ქართველებს გაგვიორონ დედაენობრივი ცნობიერება, წაგვართვან ან
გაგვიუცხოონ 23-საუკუნოვანი ჩვენი სამწიგნობრო კულტურა, იოვანე ლაზისა და პეტრე იბერის,
გიორგი მერჩულესა და ბერი ქხციანის, ივანე მარგიანისა და კონსტანტინე გამსახურდიას
ნალოლიავები სამწიგნობრო ენა ჩაგვინაცვლონ უცხო ენითა თუ კუთხური მეტყველებებით...
ჩვენ ერთად, ქრისტესობის მადლითა და ქართველისათვის
ჩვეული გონიერებით, შევძლებთ, უფრო გავამდიდროთ ერთიანი ეროვნული
სამწიგნობრო ენა, ზოგადად, ეროვნული კულტურა; მხოლოდ ერთიანი ძალისხმევით გადავარჩენთ
საქართველოს მთასა თუ ბარში შემონახულ საგანძურს
- ქართველთა კუთხურ მეტყველებებს.
დიალქტური უმდიდრესი
ლექსიკის საფუძველზე კი (ბევრი ოქროსიტყვაა სვანური მეტყველების ხუთივე
დიალექტშიც, ხევსურულშიც, მეგრულ-ლაზურშიც, ტაოურ-იმერხეულშიც; ფერეიდნულშიც, აჭარულ-მაჭახლურშიც...)
და კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებით უნდა განვავითაროთ ერთიანი
დიდი სამწიგნობრო კულტურა; წინააღმდეგ შემთხვევაში მომავალ გლობალისტურ
სამყაროში დაიკარგება ჩვენი გმირი წინაპრების მიერ დღემდე მოტანილი ჩვენი სალიტერატურო
ენაც და კუთხური მეტყველებებიც /ენა ერის მეობაა: "ენა დედაა ერისა", "რა
ენა წახდეს - ერი დაეცეს!"/.
აქვე დავძენ:
საქართველოსა თუ მსოფლიოში ბევრმა არ იცის, ის რაც თქვენ კარგად იცით, კერძოდ:
არამხოლოდ ქრისტიანობისდროინდელი ხელნაწერები, არამედ უძველესი წარმართული შელოცვების უდიდესი ნაწილი სვანეთში (სვანურ ფოლკლორში) შემონახულია ქრისტიანობამდე არსებული ნორმირებული ზოგადქართული /ეროვნული/ სამწიგნობრო ენით... ამ საინტერესო ფაქტიდანაც ნათლად ჩანს:
არამხოლოდ ქრისტიანობისდროინდელი ხელნაწერები, არამედ უძველესი წარმართული შელოცვების უდიდესი ნაწილი სვანეთში (სვანურ ფოლკლორში) შემონახულია ქრისტიანობამდე არსებული ნორმირებული ზოგადქართული /ეროვნული/ სამწიგნობრო ენით... ამ საინტერესო ფაქტიდანაც ნათლად ჩანს:
ქრისტიანობამდელი
თუ ქრისტიანული ქართული მწიგნობრული კულტურის შექმნასა და დაცვაში
ლომის წილი აქვს სვანეთის ამაყ და გაუტეხელ ქართველობას /უფრო ზოგი კეთილმოსურნე
უცხოელის გასაგონად ვამბობ ამას/.
ასე წარმატებით გევლოთ მუდამ; ღმერთმა გაგაძლიეროთ!
დიდი სიყვარულით
ტარიელ ფუტკარაძე
07.01.2014