ქართველობა და ბედნიერება
/ქართველობა და ბედნიერება/
ადამიანად
ყოფნა
რთულია:
თუ
ზნეობრივი
ხარ, ღირსეული ამქვეყნიური
არსებობისათვის დიდი შრომა უნდა გასწიო; წვრილ-შვილთა პატრონს მხოლოდ
ასეთ შემთხვევაში გექნება სულიერად მშვიდი და ამქვეყნიური ბედნიერი ცხოვრება...
თუკი
არაკანონიერი გზებით შოულობ ფულს, სულიერად უთუოდ დაიტანჯები ამქვეყნადაც და
ბედნიერებას ვერ იპოვი, მსოფლიოს პირველი მილიარდელი რომც გახდე...
ქართველ ადამიანად ყოფნა
კი უფრო რთულია, ვინაიდან ღირსეულმა ქართველმა
კაცმა /დედაკაცმა, მამაკაცმა/ წინამორბედთა მიერ შექმნილი და შენამდე მოტანილი მრავალსაუკუნოვანი
დედაენის, დედაეკლესიის, ეროვნულ-სახელმწიფოებრივი კულტურისა და წინაპრების სისხლითა
თუ საფლავებით გასაკრალურებული მიწა-წყალის შენარჩუნებისათვის უნდა იბრძოლო დიდი გეოპოლიტიკური
მტაცებლების მტულ გარემოცვაში - მთელი ცხოვრება უნდა იბრძოლო /ლოცვაც ბრძოლაა!/...
ბრძოლაში ხშირია მარცხიც, ჭრილობებიც, მზაკვარი
თუ შენზე ფიზიკურად ძლიერი მტრის ხელით ხორციელი სიკვდილიც...
ბრძოლაში გამარჯვებაც
არის ხოლმე: მხოლოდ ამ დროს მოდის მართალი კაცის ბედნიერება...
მაგრამ გამარჯვება იშვიათადაა...
თუმცა, ბრძოლის უნარი ბედნიერების ტოლფასია,
ხოლო ბრძოლის პროცესი ბედნიერების უალტერნატივო გზა; ეს გზა მარადიულად შეიძლება აქციო
და, შესაბამისად, მუდმივად იქნები ბედნიერებისა და გამარჯვების გზაზე - ასე შეგიძლია
გაამშვენიერო და გააზრიოანო შენი ამქვეყნიური ცხოვრება.
ჩვენს სინამდვილეში:
ხევსურეთში, მთათუშეთში, ზემო სვანეთში, ზემო აჭარაში, ზემო რაჭაში, დალის ხეობაში, ჯავახეთში, ბათუმში, ახალციხეში, ახალქალაქში... სოხუმში, ცხინვალსა თუ გაგრაში... საინგილოში, ტაოში, იმერხევში, ლივანასა თუ მაჭახელში... ასევე, შუა ირანში, შუა თურქეთში... ამერიკაში, რუსეთში, ევროპასა თუ ავსტრალიაში ორმაგად, სამმაგად, ოთხმაგად რთულია ქართველობა გასაგები მიზეზების გამო...
ხევსურეთში, მთათუშეთში, ზემო სვანეთში, ზემო აჭარაში, ზემო რაჭაში, დალის ხეობაში, ჯავახეთში, ბათუმში, ახალციხეში, ახალქალაქში... სოხუმში, ცხინვალსა თუ გაგრაში... საინგილოში, ტაოში, იმერხევში, ლივანასა თუ მაჭახელში... ასევე, შუა ირანში, შუა თურქეთში... ამერიკაში, რუსეთში, ევროპასა თუ ავსტრალიაში ორმაგად, სამმაგად, ოთხმაგად რთულია ქართველობა გასაგები მიზეზების გამო...
ანუ:
უფრო იოლია ქართველობა თბილისსა თუ ქუთაისში,
ვიდრე ხევსურეთში; ხევსურეში კი - გაცილებით რთულია ქართველობა კორშაში, ვიდრე როშკაში... /სტუმრისთვის რომანტიულია, მაგრამ მკვიდრისთვის ძალიან ძნელია ფიზიკური არსებობა საქართველოს თოვლიან მთაში/.
მთავარანგელოზობას გილოცავთ :)
მთავარანგელოზობას გილოცავთ :)
p.s.
დღეს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის
ქართულ უნივერსიტეტში სტუმრად მოდიან ნამდვილად ბედნიერი და დიდებული ქართველები - ხევსურეთის შვილები: შოთა, მამუკა, ბერდია და გიორგი არაბულები...
21.11.2013