Kartvelian Muslim
ქართველი
მუსლიმანი
(ქართველოლოგიური
"ჩანახატი")
უეჭველია, რომ ქართულენოვანი
კულტურა ძირითადად დაფუძნებულია მართლმადიდებლურ (ქრისტიანულ) მსოფლაღქმაზე, თუმცა
ფაქტია ისიც, რომ ისტორიული ქარტეხილების გამო მრავლად არსებობენ ქართველი მუსლიმანებიც;
კერძოდ:
ამჟამინდელი ქართველი
მუსლიმანები ცხოვრობენ:
თურქეთში - 4 მილიონამდე (დიდი ნაწილი დღემდე ფლობს ქართული ენის რომელიმე დიალექტს);
ირანში -
50 000-ზე მეტი; ეს რიცხვი დაუზუსტებელია; დაზუსტებით კი შემიძლია ვთქვა,
რომ ირანის რამდენიმე პროვინციაში ცხოვრობენ ქართველები (ფერეიდანი, მაზანდარანი...);
მათგან მხოლოდ ფერეიდნელებმა იციან ქართული და მათი რაოდენობაა 30 000.
საქართველოში - რამდენიმე ათასი...
ზუსტი რიცხვის თქმა მიჭირს, ვინაიდან აჭარაში ბევრი
უკვე დაუბრუნდა წინაპრების რწმენას - ქრისტიანობას და ეს პროცესი ყოველდღიურად გრძელდება.
მავანთ შევახსენებ, რომ თუ რაიმე აქვს აჭარას საამაყო,
არის ის, რომ ქართული წყაროების მიხედვით მსოფლიოში ერთ-ერთ უძველესი ქრისტიანული
ეკლესია აიგო დიდაჭარაში - საქართველოს ამ ულამაზეს სოფელში...
ჩემი
დაკვირვებით, დასახელებული მუსლიმანი ქართველები სამ ჯგუფად შეიძლება წარმოვადგინოთ:
1. მუსლიმანი ქართველები,
რომლებიც ცდილობენ, შეისწავლონ თავიანთი წინაპრების მიერ შექმნილი
ტრადიციული ქართული კულტურა, ასევე, თანამედროვე
ქართული სალიტერატურო ენა, რომ ამ ფენომენების გაძლიერებით
უფრო დაუახლოვდნენ თავიანთ ფესვებსა თუ სხვა აღმსარელბობის
მქონე თანამოძმეებს;
პარალელურად, პატიოსნად და
უხმაუროდ ასრულებენ მუსლიმანურ წესებს და თავიანთი სახელმწიფოს ერთგულნი არიან: საქართველოს
მოქალაქენი - საქართველოსი; ირანის მოქალაქენი
- ირანისა, თურქეთის მოქალაქენი - თურქეთისა და ა.შ. /ასეთნი ბევრნი არიან
თურქეთშიც, ირანშიც, საქართველოშიც... მაგ., საიდ მულიანი, მიქაელ იოსელიანი (ირანში)...
ფევზი ჩელები, ერდოგან დავითაძე, ორჰაბ ბერიძე (თურქეთში) და მრავალი სხვა.
2. მუსლიმანი ქართველები,
რომლებსაც აქვთ წესიერი ოჯახი, პატივს სცემს დედაენას (ქართულს),უხმაუროდ
ასრულებენ მუსლიმანურ წესებს და თავიანთი სახელმწიფოს ერთგულნი არიან: საქართველოს
მოქალაქენი - საქართველოსი; ირანის მოქალაქენი
- ირანისა, თურქეთის მოქალაქენი - თურქეთისა და ა.შ. /ასეთნიც ბევრნი არიან
თურქეთშიც, ირანშიც, საქართველოშიც.../.
3. მუსლიმანი
ქართველები, რომლებიც გარედაფინანსებით, აგრესიულად და სხვისი ინტერესების შელახვით ცდილობენ,
გაავრცელონ მუსლიმანობა სხვა ქართველებშიც... ასეთნი ჯერჯერობით დღეს ცოტანი
არიან /მათი ერთი ნაწილი საქართველოდან ცოტა ხნის წინ წაიყვანეს და დამფინანსებლებმა
მანქურთებივით აღზარდეს; მეორე ნაწილი მუჰაჯირთა შთამომავლია/.
პირადად მე გამორჩეულ პატივს ვცემ პირველი ჯგუფს; მიყვარს და პატივს ვცემ პატიოსან მუსლიმანებს, მაგრამ
ნამდვილად არ მომწონს მესამე ჯგუფის წევრთა საეჭვო საქმიანობა.
შდრ.: თურქეთში არა მხოლოდ ეჭვით უყურებენ ყველა
იმ პირს ვინც "მისიონერია" (ცდილობს, თურქეთში ქრისტიანობის პროპაგანდას),
არამედ დევნიან კიდეც!
20 წელია, ყოველწლიურად დავდივარ თურქეთში და არც ერთხელ
არ მქონია მცდელობა, თურქეთის ავტოქთონი ქართველებისთვის - ძველი ქრისტიანი ქართველების
ამჟამინდელი მემკვიდრეებისთვის - მუსლიმანი ქართველებისთვის - ქრისტიანობა მექადაგა;
ჩემი მიზანი იყო და არის თურქეთის ქართველობის მეტყველებისა და ქართულ-თურქული ენობრივი
ურთიერთობების შესწავლა, ასევე, მათთვის ქართული სალიტერატურო ენის მოსმენის შესაძლებლობის
მიცემა და არა - ქრისტიანობის პროპაგანდა...
რელიგიას არ ვეხებოდი გააზრებულად:
რელიგია ძალიან პირადულია და სხვას თავს არ უნდა მოახვიო;
გარდა ამისა, არც ერთ ხელისუფლებას მაინც და მაინც არ სიამოვნებს მისთვის უცხო თუ მიუღებელია
რელიგიის პროპაგანდა...
სიმართლე გითხრათ, მეც არ მომწონს, როცა ვხედავ, რომ საქართველოში "მისიონერობს" თურქეთის ზოგი მოქალაქე: აქტიურად ცდილობს, აქ მუსლიმანობა გაავრცელოს; არც იოღოველების პროპაგანდისტები მეხატებიან გულზე... თუმცა, მიმაჩნია, რომ ყველას აქვს რწმენისა და პირადი ცხოვრების თავისუფლება; კერძოდ, მაგ., ლგბტ პირს უფლება აქვს როგორც უნდა ისე იცხოვროს, მაგრამ არ მომწონს ასეთი ცხოვრების წესის პროპაგანდა...
ისევ მუსლიმანი მისიონერების თემას მიუბრუნდები:
ვსვამ კითხვას:
მავანნი რატომ ხარჯავენ ფულს აჭარიდან წაყვანილი ახალგაზრდის ანტიქართველებად ქცევაში?.. მათ რატომ არ ესმით, რომ უკან დაბრუნებული ასეთი არსება აჭარაშიც
და მთელ საქართველოშიც ანტითურქულ /ანტიარაბულ.../ განწყობას უფრო აყალიბებს, რაც მესამე
სახელმწიფოს - რუსეთს - უფრო აძლევს ხელს?
მესამე სახელმწიფოს კონტექსტი სიმპტომატურია:
საქართველოში დაბადებულ პირთა ერთი ნაწილი, რომელიც
არაბეთსა თუ თურქეთში აღზარდეს და აჭარაში "გადმოსხეს", დღეს ალიანსშია ალექსანდრე
დუგინის "სქემებით" საქართველოში მოქმედ სუბიექტებთან, რომლებიც ცდილობენ,
ქართველი ერი დანაწევრონ ენობრივ-ეთნიკურად და საქართველოში გააღვივონ კუთხური თუ რელიგიური
დაპირისპირებები.
აშკარაა, რომ ორივე
ეს ჯგუფი ერთი "თავისგან" იმართება.
დარწმუნებული
ვარ, არაბული ქვეყნების, თურქეთის, ირანისა თუ სხვა მეზობელი სახელმწიფოების მოქალაქეთა
უდიდესი ნაწილი და ინტელექტუალური ელიტა საქართველოსთან ღია და გამჭვირვალე კეთილმეზობლური
ურთიერთობების მომხრეა.
მოკლედ, ტარიელ ნაკაიძე ძალიან ცუდად იქცევა და თავსაც გაუვიდა, არავინ რომ არ უთხრა ეს მას პირისპირ... ის მუსლიმანების სახელით ბოლო პერიოდში განხორციელებული რამდენიმე პროვოკაციული და ანტიქრისტიანული აქციის აქტიური მონაწილეა (შემსრულებელია); მან ამ დღეებშიც ბევრი სიცრუე და საძაგლობა დაწერა... ნაკაიძე და მისი ჯგუფი თურქეთსაც და საქართველოსაც ერთნაირად ვნებენ...
p.s. საქართველოში
პირველი ლეგალური ადამიანის
უფლებების დამცველი ორგანიზაცია
იყო გასული საუკუნის
70-იან წლებში ზვიად
გამსახურდიასა და მერაბ
კოსტავას მიერ შექმნილი
"საქართველოს ჰელსინკის კავშირი";
ჩემი პირველი საჯარო
გამოსვლები ამ ორგანიზაციის
ველში ხდებოდა; შესაბამისად,
კარგად ვიცი, რომ ადამიანის უფლებების დაცვასა და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს შორის მკაფიო ზღვარი
არსებობს; ვინც ამ
ზღვარს არ ითვალისწინებს,
ქაოსით უფროა დაინტერესებული; ქაოსის დროს
ადამიანის უფლებებიც ითელება
და სახელმწიფო ინტერესებიც:
1992-93 წლებისა და 1921 წლის დანაშაულებრივი სამხედრო გადატრიალებები /რომლებიც რუსეთიდან იყო პროვოცირებული/ "ადამიანის უფლებების დაცვით" შეინიღბა...
1992-93 წლებისა და 1921 წლის დანაშაულებრივი სამხედრო გადატრიალებები /რომლებიც რუსეთიდან იყო პროვოცირებული/ "ადამიანის უფლებების დაცვით" შეინიღბა...
30
სექტემბრის მინაწერი:
ამ წერილის გამოქვეყნების შემდეგ ბევრმა მუსლიმანმა
ქართველმა მომწერა სამადლობელი სიტყვები; ბევრმა ქრისტიანმა მითხრა, რომ სულ
სხვაგვარად დაინახა ენისა და რელიგიის როლი, რომ უფრო თავისიანად იგრძნო
მუსლიმანი ქართველობა, ქართველთა მუსლიმანობის გამო კი, უფრო უკრიტიკოდ შეხედა
მუსლიმანობასაც...
სულ რამდენიმე კაცი შეხვდა ცუდად
ჩემს ამ წერილს /"მუსლიმანი ქართველი"/; ყველაზე ცუდად კი - ვითომ
ქართველი მუსლიმანი ტარიელ ნაკაიძე, რომელიც საჯაროდ წერს, რომ "თათრობას არ
თაკილობს"... ამ დროს კი "ქართველი მუსლიმანების"
სახელით გაურკვეველი მიზნებით დადის თურქეთსა თუ საქართველოში...
არადა, წესით, ყველა პატიოსან
ქართველ მუსლიმანს უნდა გახარებოდა ამ წერილის შინაარსი...
ალბათ სწორედ ამიტომ ჩემსავე კედელზე მომწერა
ერთ-ერთმა ფეისბუქელმა ნაცნობმა - ზაურ
მაკარაძემ - ტარიელ ნაკაიძის შესახებ:
"ტარიელ
ნაკაიძე ... ძალიან ცუდ
საქმეებს აკეთებს" ...
მე ვუპასუხე:
ბატონო ზაურ, ზუსტად ვიცი ის, რომ ნაკაიძე საშიშ ჭორებს ავრცელებს; მაგ., მუჰაჯირობას, რომელიც
რუსეთმა და ოსმალეთმა ერთად
განახორციელა, ქართველებს გვაბრალებს;
- ვხედავ, რომ ფეისბუქის გვერდებით,
საჯაროდ, თურქეთის მთავრობას
ეუბნება, რომ მე თურქეთის მტერი
ვარ (და მას მოუწევს ამის
დასაბუთება ან საჯაროდ უარყოფა ჩემდამი ბოდიშის მოხდით!)...
- ვიცი,
რომ
1944 წელს მესხეთიდან
დეპორტირებული
მოსახლეობის
შთამომავლების
ვერ
დაბრუნებას მათი მუსლიმანობით
"ხსნის" (თითქოსდა,
საქართველო
მუსლიმანობის
გამო
არ
აბრუნებს
მათ)
- დაბრუნების შეფერხებას
ქართველებს
გვაბრალებს
და
არ
უნდა
დაინახოს,
რომ
საქართველოს
ნახევარმილიონიანი
ახალი
დევნილები
გვყვავს
და
ა.შ. 1944 წელს დეპორტირებულთა შესახებ ჩემი წერილი იხ.:
http://www.scribd.com/doc/141242127/%E1%83%93%E1%83%94%E1%83%9E%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90-1944
http://www.scribd.com/doc/141242127/%E1%83%93%E1%83%94%E1%83%9E%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90-1944
მოკლედ, ტარიელ ნაკაიძე ძალიან ცუდად იქცევა და თავსაც გაუვიდა, არავინ რომ არ უთხრა ეს მას პირისპირ... ის მუსლიმანების სახელით ბოლო პერიოდში განხორციელებული რამდენიმე პროვოკაციული და ანტიქრისტიანული აქციის აქტიური მონაწილეა (შემსრულებელია); მან ამ დღეებშიც ბევრი სიცრუე და საძაგლობა დაწერა... ნაკაიძე და მისი ჯგუფი თურქეთსაც და საქართველოსაც ერთნაირად ვნებენ...
დროა, მისმა
პატრონებმაც გაიგონ, რომ ასეთი ხალხი
წამგებიანი პროექტებია და არ ღირს მათში ფულის
დაბანდება...
გადავწყვიტე,
facebook-ზე დავბლოკო ეს არსება და
კიდევ ერთი პირი, რომელიც ქართველ მუსლიმანებს ლანძღავს; კერძოდ, ვინმე აკაკი მაისურაძე - თავად
გაურკვეველი ბიოგრაფიის სუბიექტი მუსლიმან ქართველში გამორიცხავს ქართულ
ცნობიერებას... მე კი არ გამოვრიცხავ, რომ ამ
სახელითა და გვარით რომელიმე პროვოკატორი იყოს დარეგისტრირებული.
ასეთები
აღვივებენ
მტრობას
ქვეყნებს,
ხალხებსა
თუ
სხვადასხვა
აღმსარებლობის
ქართველებს
შორის; ფეისბუქზეც
კი ასეთებს
სერიოზულად არავინ არ უნდა გამოეხმაუროს!
და
ბოლოს:
1.
თურქებიცა და ქართველებიც კარგად ხედავენ, რომ მე თურქეთ-საქართველოს
კეთილმეზობლობა მინდა და საამისოდ ბევრს ვაკეთებ;
2. მსურს, ქართველ მუსლიმანებს, რომელსაც პატივს
ვცემ, ქართული სამოსი ეცვათ (ამ სიტყვის პირდაპირი და გაატანითი მნიშვნელობით) და
ქართულ არქიტექტურაზე დაფუძნებული მეჩეთი თუ მინარეთი ჰქონდეთ; პარალელურად,
მინდა, საქართველოში დაცული იყოს ყველა ადამიანის უფლება და საამისოდ ათეულობით
წელია ვიბრძვი; განსაკუთრებით მაღიზიანებს ის, ვინც აჭარლებს ლანძღავს (ენით თუ
თავისი ქცევით; ამ თემაზე პირველი წერილი: "საწუხ არს ესე" დავბეჭდე
1988 წელს)...
3.
ასევე, ბევრს ვაკეთებ, რომ თურქეთის ქართველობამ არ დაივიწყოს თავისი დედაენა -
ქართული ენა...
ჩემს
"ოპონენტებს" კი რა უნდათ, ბუნდოვანია!
01 ოქტომბერი, 2013 წელი.
ახლახან (01.10.2013; 03.00 სთ.) ჯუნეით დიასამიძემ თავის კედელზე გააზრებულად დადო ლექსი "მე პატარა ქართველი ვარ"... https://www.facebook.com/cuneyt.malcok>
ჯუნეითი ასე გამოეხმაურა წერილს "მუსლიმანი ქართველი"...
მე გავაზიარე მისი "ფიქრები" ჩემეული მინაწერით, რომელსაც აქვე გთავაზობთ:
ჯუნეით დიასამიძე იშვიათი ქართველია:
შუა თურქეთში (იზმითში) მცხოვრები ეს მუსლიმანი ქართველი, მუჰაჯირი აჭარლებისა და ლაზების შთამომავალი, 10 წლის წინ გავიცანი; მაშინ ქართული საერთოდ არ იცოდა, თუმცა, მაინც სიამაყით ამბობდა, რომ ქართველია!..
მაშინ დავრწმუნდი, რომ ადამიანს თუ ნებისყოფა და შინაგანი ძალა აქვს და იცის თავისი ისტორიული ფესვები, თავის თავს იმ ეთნოსად (ეროვნებად) მიიჩნევს, რომელ ეთნოსსაც (ეროვნებასაც) მისი წინაპრები წარმოადგენდნენ /მიხედავად იმისა, ფლობს თუ არა წინაპრების დედაენას/.
მანამდე ვფიქრობდი, რომ დედაენა არის ის აუცილებელი მახასიათებელი, რომელიც აუცილებელი ეროვნული თვითაღქმისათვის (გამონაკლისად მივიჩნევდი ებრაელებს, რომლებსაც მაკონსოლიდირებელ ფენომენად აქვთ რელიგია)...
ჯუნეითის მაგალითმა დამარწმუნა, რომ ისტორიული მეხსიერების ქონაც საკმარისია ეროვნული თვითიდენტიფიკაციისათვის: ისტორიული მეხსიერების გარდა, ჯუნეითს ინგლისურად ჰქონდა წაკითხული მასალები ქართული ენის მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და ქართველი ერის დიდი ისტორიული გზის შესახებ... ის ეთნიკური ქართველობით ამაყობს და, ამავე დროს, როგორც თურქეთის მოქალაქეს, უყვარს თავისი სახელმწიფო...
იმავე პერიოდში იქვე, ადაფაზარში გავიცანი ახალგაზრდა, რომელიც ადაფაზარის ახლოს ქართულ სოფელში გაიზარდა, ქართულიც იცოდა, მაგრამ თავს თურქად თვლიდა; მან მითხრა, რომ არ უნდა ქართული ენა, ვინაიდან ქართული გლეხური ენაა...
ჯუნეითისგან განსხვავებით ამ საბრალომ არ იცოდა, რომ ქართული ენა - მისი წინაპრების ენა - მსოფლიოში გამორჩეული, მრავალსაუკუნოვანი სამწიგნობრო კულტურის ენაა /გლეხურ გარემოში გაზრდილს არავინ უთხრა მას ამის შესახებ; არც ინგლისური იცოდა და არც ქართული ანბანი, რომ სადმე რაიმე წაეკითხა; ახმედ მელაშვილის თურქულენოვანმა წიგნმა კი ამ ბიჭამდე ვერ მიაღწია/...
ანუ:
ადამიანის მეობის (იდენტობის) ჩამოყალიბების, ეროვნული თვითიდენტიფიკაციის კუთხით არსებითია განათლება; რა თქმა უნდა, ასევე, არსებითია, ნებისყოფა (რომ გრანტებზე არ გაყიდო საკუთარი ეროვნული ინტერესები); უნებისყოფობა არის საფუძველი ღალატისა, უნამუსობისა და ა.შ.
ამჟამად, ინტერნეტი დიდ შესაძლებლობებს იძლევა, ადამიანმა მიიღოს აუცილებელი ცოდნა თავისი ისტორიის შესახებ, მთავარია, ეყოს ნებისყოფა, რომ სიხარბემ - ფულის იოლად შოვნის სურვილმა - სხვის სამსახურში არ ჩააყენოს (ინტუიტურად მაინც ყველამ იცის, თუ სად მთავრდება "მე" /პიროვნული მე, ეროვნული მე/ და სად იწყება 'სხვა").